ნიახური დაბალკალორიული მცენარეული პროდუქტია, მისი გადამუშავებისთვის კი ორგანიზმი საკმაოდ დიდი რაოდენობის კალორიებს ხარჯავს.
ამიტომაც არის, რომ ნიახური ასე ეფექტურად უწყობს ხელს გახდომას. გარდა ამისა, შეიცავს ბევრ სითხეს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას.
ნიახური ასევე შესანიშნავად წმენდს სისხლს. მისი გამოყენება ეფექტურად ანეიტრალებს კანცეროგენების მავნებლობას, რომლებიც ხვდება სისხლში მოწევის დროს.
მწეველმა ქალებმა იმისათვის, რომ შეაჩერონ კანის დაბერების პროცესი, რეგულარულად უნდა ჩართონ თავიანთ რაციონში ნიახური.
ამ ბოსტნეულის მოყვარულებს ყოველთვის სუფთა და ნაზი კანი აქვთ, გამონაყარის და აკნეს გარეშე.
გარდა ამისა, ნიახურის წვენს გააჩნია ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური ეფექტი. ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს. აქედან გამომდინარე, მას წარმატებით იყენებენ ჭრილობებისა და დამწვრობების სამკურნალოდ.
იხილეთ სტატია სრულად