გამოცდილი ქალისა და ფსიქოლოგის რჩევები, თუ რა არ უნდა გააკეთოთ მამაკაცისთვის:
დაეხმაროთ ფინანსურად
თუ მამაკაცს ფინანსურად გაუჭირდა, ნუ ეცდებით მის გამო მეორე სამსახურის მოძებნას, რათა გამოიყვანოთ ამ სიტუაციიდან და გადაუჭრათ პრობლემები. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, რის გამოც არაერთი ქალი დაზარალდა.
აჩუქოთ ძვირფასი საჩუქრები
დაივიწყეთ ეს! უმჯობესია აჩუქოთ მამაკაცს მეტი სითბო და სიყვარული.
ნუ ეცდებით გააკვირვოთ ძვირფასი საჩუქრებით, ყოველივე ეს თქვენს ურთიერთობას ანგარებად გადააქცევს.
უსმინოთ მის პრობლემებს და შეიბრალოთ
ზოგიერთ მამაკაცს უყვარს ქალთან წუწუნი. და არა მარტო ქმრებს. ქალები ფიქრობენ: თუ მოუსმენენ, შეიცოდებენ და უთანაგრძნობენ, მათი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება. ასეთი მამაკაცი გამუდმებით მოვა თქვენთან, იწუწუნებს თავის ცხოვრებისეულ პრობლემებზე. პარალელურად კი, სხვასთან ივლის და გაერთობა.
მინდა მოგითხროთ ერთ შემთხვევაზე ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან დიდხანს ვიყავი მსგავს სიტუაციაში. ვუსმენდი, ვუთანაგრძნობდი, ვეძებდი გზებს მისი პრობლემების მოგვარებისათვის და ამით მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთ ადგილზე იყო გაყინული. გავიარე მისი სცენარი და ერთხელაც, როდესაც მოვიდა და დაიწყო თავის პრობლემებზე ლაპარაკი, ვუთხარი: "არა უშავს, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და თვითონ მოაგვარებ შენს პრობლემებს". მახსოვს, როგორ დამეუფლა სასიამოვნო გრძნობა. მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მან კი მომიბოდიშა და მითხრა: "რა თქმა უნდა, მოვაგვარებ და მადლობა, რომ ამის შესახებ შემახსენე".
თუ თქვენი ქმარი დაბრუნდა სახლში დათრგუნული და არ გიყვებათ არაფერს, ნუ ეცდებით, ძალით ამოგლიჯოთ სიტყვები, რათა შემდეგ შეიცოდოთ. შეცოდება ამცირებს მამაკაცს. მიეცით მას დრო და ის თავად მოაგვარებს ყველაფერს. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უფრო სწრაფად გადაჭრის თავის პრობლემებს და უფრო მეტად გახდება საკუთარ თავში დარწმუნებული.
ხოლო თუ თქვენი ქმარი თავად მოგიყვებათ თავის პრობლემებზე, თქვენი მხარდაჭერა გამოხატეთ შეკითხვებით, გამხნევებით და არავითარ შემთხვევაში რჩევებით ან შეცოდებით. კითხვები დაუსვით ცნობისმოყვარე გოგონას და არა გამოცდილი გამომძიებლის პოზიციიდან. თქვენი კითხვები მიმართული უნდა იყოს მისი თავისუფლების, ძალისა და ინტელექტისკენ.
მაგალითად:
- შენ როგორ ფიქრობ ამ პრობლემის მოგვარებას?
- როგორ ფიქრობ, რა ვარიანტები არსებობს ამ სიტუაციიდან გამოსვლისთვის?
- რისი გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში?
დაუსვით შეკითხვები მშვიდად და გადაწყვეტილების მიღება მთლიანად მას მიანდეთ. ასეთი საქციელით აჩვენებთ, რომ მის გვერდით ხართ, თანაუგრძნობთ და გჯერათ, რომ ის თვითონ მოაგვარებს ყველაფერს. მამაკაცებს სჭირდებათ ცხოვრებისეული პრობლემები. სწორედ ეს არის გასაღები მამაკაცური თავდაჯერებულობის ჩამოსაყალიბებლად.
იხილეთ სტატია სრულად