გამონაყარი შეიძლება დაავადების მანიშნებელი იყოს. გაეცანით სტატიას, დააკვირდით, სად გაქვთ გამონაყარი, უმკურნალეთ საკუთარ თავს და ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.
შუბლი
მუწუკები შუბლზე (ზედა მხარე, თმის საფართან ახლოს) საშარდე ბუშტის ან ნაწლავების პრობლემაზე მიუთითებს, შუა ნაწილი - სქელი ნაწლავის, ხოლო ქვედა - წვრილის. თუ ნაღვლის ბუშტი ან ელენთა გაწუხებთ, გამონაყარი საფეთქლებთან გაგიჩნდებათ.
თანმდევ სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს სახის სიფერმკრთალე ან ნაცრისფერი იერი, შესიებული ქვედა ქუთუთოები, თავის ტკივილი, სიმძიმე მუცელში, სტრესული მდგომარეობა.
იმისათვის, რომ მსგავსი სიმპტომებისგან გათავისუფლდეთ, ხშირად დაიბანეთ თავი და შუბლის ნაწილი, მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. შეამცირეთ ცხარე, შემწვარი და ცხიმიანი საკვები.
ცხვირის ფუძე (შუბლის ზონა)
გამოიკვლიეთ ღვიძლი. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაქვთ გაყვითლებული სახის კანი ან თვალის გუგები. ხომ არ გაწუხებთ თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და ოფლისგან.
უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელზე, შემწვარ, შებოლილ, ცხიმიან საკვებზე. მიირთვით მოხარშული ან ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული, ხილი და ნუ დაივიწყებთ წყლის სმას.
ყურები
მასთან თირკმელებია დაკავშირებული. როგორც წესი, თირკმელების დაავადებისას პაციენტებს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნებათ. დააკვირდით ყურების მდგომარეობას და აგრეთვე, შარდის გამოყოფას, ხომ არ გაგიხშირდათ ან პირიქით, ხომ არ გრძნობთ თავს გადაღლილად.
დაანებეთ თავი სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლისა და ყავის სმას, შეამცირეთ ცხიმიანი და ხორციანი კერძები. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და რძის პროდუქტებით. ხშირად სვით სუფთა წყალი.
თვალები
თუ თვალების გარშემო კანი გაგიშავდათ და ეს მემკვიდრეობით არ გერგოთ, რაღაც მაწყინარი არ შეჭამეთ, თუ არ გახასიათებთ დაბალი ჰემოგლობინი ან წინა ღამეს გვიანობამდე არ მხიარულობდით, გამოიკვლიეთ თირკმელები.
დაავადების პროგრესირება რომ შეამციროთ, გამოიძინეთ, შეამცირეთ მარილიანი საკვები და მეტი წყალი მიიღეთ.
ლოყები
თუ გამოგიჩნდათ კაპილარები ან გაგიჩნდათ გამონაყარი, გამოიკვლიეთ ფილტვები. ცნობისათვის, მარჯვენა ლოყა მარჯვენა ფილტვის ანარეკლია, მარცხენა - მარცხენასი. თუ ლოყის ზედა ნაწილში წითელი ლაქაც გაგიჩნდათ, კარდიოლოგსაც გაესინჯეთ. დამატებით სიმპტომად შეიძლება იქცეს ტკივილი გულის არეში, ქოშინი, დისკომფორტი სუნთქვისას.
თავი დაანებეთ მოწევას, გაანიავეთ ოთახი. ხშირად გადაწმინდეთ მტვერი და მოერიდეთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტს.
ცხვირი
თუ ქუჩაში არ ყინავს, ცხვირი კი მაინც გაწითლებული გაქვთ, დააკვირდით ადგილებს: ზედა ნაწილი კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე მიუთითებს, ნესტოები - ბრონქებზე, ცხვირის წვერი - გულზე.
ნიკაპი
თუ ქვედა ტუჩსა და ნიკაპზე გაგიჩნდათ გამონაყარი და ეს "ბე" ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის ბრალი არაა, ყურადღება მიაქციეთ ენდოკრინულ სისტემას, სასქესო ორგანოებს და ორგანიზმის ჰორმონალურ დისბალანსს.
ტუჩები
თორმეტგოჯა, წვრილი და მსხვილი ნაწლავების პრობლემები ტუჩებზე აისახება. გადახედეთ რაციონს, გამორიცხეთ მავნე საკვები. გაამდიდრეთ რაციონი ხილსა და ბოსტნეულში შემავალი უჯრედისით.
ყელი
გამოსაკვლევია ნაწლავები და ენდოკრინული სისტემა. მუწუკები შეიძლება ალერგიულ ფონზეც გაჩნდეს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!