ნანუკა გოგიჩაიშვილმა ''ფეისბუქზე'' "ბარსა"-"სევილიის" თამაშამდე ''დინამო არენაზე'' გადაღებული უამრავი ფოტო გამოაქვეყნა. ნანუკასთან ერთად სტადიონზე მისი და, მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი იმყოფებოდა.
''თავად მოგვაკითხა ამ იტალიელმა კორესპონდენტმა და გვითხრა, რომ ეს სპორტული არხი ჩვენ დავიპყარით. ფოტოები მაილზეც გადმოგვიყარა. საოცარი დღე იყო, ბევრი "სასიამოვნო სიახლით" - დაწერა ნანუკამ "ფეისბუქზე".
სუპერთასის თამაშის მეორე დღეს ნინი გოგიჩაიშვილს იტალიური პრესით დაინტერესების დეტალები გამოვკითხეთ:
- დიდი ხანია, "ბარსას" ვგულშემატკივრობ და სუპერთასის ფინალი ჩვენთან რომ ტარდებოდა, ძალიან მიხაროდა. ქვეყნისთვისაც უდიდესი პრესტიჟია და ჩემი საყვარელი გუნდი ჩამოდიოდა. თამაშზე ვიყავით, როცა იტალიური არხის პროდიუსერი მოვიდა და გვანახა სურათები და გვითხრა, რომ იტალიურ ნაციონალურ არხზე სამჯერ გვაჩვენეს და მოგვილოცა, რადგან არაერთი ვარსკვლავი აღმოგვიჩენია მსგავსი თასის გაშუქებით.
სრულად იხილეთ: reitingi.ge