აღმოჩნდა, რომ ჰოროსკოპებს იმაზე მეტის თქმა შეუძლიათ ჩვენ შესახებ, ვიდრე ხასიათის თავისებურებებია. ვინ წარმოიდგენდა, რომ მას დაბადების თვის მიხედვით, არა მხოლოდ ჩვენთვის განკუთვნილი ძვირფასი ქვისა და ყვავილის გაგება შეუძლია, არამედ ძაღლისა და დესერტისაც კი.
ნახეთ, რამდენად დაემთხვევა თქვენი და თქვენი ახლობლების დაბადების თვე და მისი ხასიათის თავისებურებები თუ საყვარელი ნუგბარის აღწერილობა.
იანვარი
ქვა: ძოწი
ძაღლი: ციმბირული ჰასკი
ყვავილი: მიხაკი
არომატი: თბილი, ფაფუკი პირსახოცი
იანვარში დაბადებულები ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ გაჭირვებულებს და ისინი ლიდერის ბუნებით გამოირჩევიან. როცა მათ ირგვლივ ქაოსი და უწესრიგობაა, ისინი მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებენ და საერთოდ არ გრძნობენ თავს დაძაბულად. ყველაფერს ზედმიწევნით აწონ-დაწონიან, კრიტიკულები არიან და ყოველთვის საღად აზროვნებენ. იანვარში დაბადებულები განსაკურებით აფასებენ სიკეთესა და კეთილსინდისიერებას. უპირატესობას ანიჭებენ სიმშვიდეს, კომფორტსა და იდილიას.
ახლახან თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი იდგა, მაგრამ მას მალე მშვიდი დღეები შეცვლის. ფინანსური პრობლემებიც უკან დარჩება. შეეცადეთ, ამ პრობლემებიდან სასარგებლო გაკვეთილები მიიღოთ და გზა განაგრძოთ. მოდუნდით, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
თებერვალი
ქვა: ამეთვისტო:
ძაღლი: კოკერ-სპანიელი;
ყვავილი: ირისი
არომატი: ცხელი შოკოლადი დარიჩინით
მხიარული, მოსიყვარულე და საკმაოდ პრაგმატული ადამიანები არიან. სულ იღიმიან და ირგვლივ სიხარულს აფრქვევენ. ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავენ. ნდობა და ვალდებულება მათთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გარშემომყოფებს იმედები არ გაუცრუონ. თებერვალში დაბადებულებს უყვართ სისუფთავე და წესრიგი.
ახალი გამოცდილება გაძლევთ ძალას, რომ გმირობები ჩაიდინოთ. თქვენ ყოველთვის ეძებთ საკუთარ თავში ახალ-ახალ საინტერესო მხარეებს, შესაძლებლობებსა და ნიჭს. იცით, რომ არასდროს არის გვიან სწავლა და არ ეწინააღმდეგებით ცვლილებებს.
მარტი
ქვა: აკვამარინი
ძაღლი: ბოსტონ-ტერიერი
ყვავილი: ნარცისი
არომატი: პიტნის ნაყინი შოკოლადით
მარტში დაბადებულები შემოქმედებითი და საინტერესო ადამიანები არიან. ისინი კაშკაშა და ენერგიული ცხოვრებით ცხოვრობენ, მოსწონთ ყოველდღე რაიმე ახლის შეცნობა, ახალი კერძების გასინჯვა, ახალი ადგილების მონახულება. ისინი გულის კარნახს უფრო ენდობიან, ვიდრე გონების და ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ. ცდილობენ, დაიცვან პირადი სივრცე, მაგრამ როცა სულით მონათესავე ადამიანს ხვდებიან, ისინი მართლაც ყვავილივით იფურჩქნებიან.
ნუ შეგეშინდებათ გაეხსნათ ადამიანებს, მოუყვეთ თქვენ შესახებ, დაუსვათ მათ შეკითხვები. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორი პასუხები ექნებათ იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ნუ მიენდობით მხოლოდ საკუთარ თავს.
აპრილი
ქვა: ბრილიანტი
ძაღლი: შპიცი
ყვავილი: გვირილა
არომატი: ვარდის ლიმონათი
აპრილში დაბადებულები გამორჩეული, ოქროს გულის მქონე ადამიანები არიან. ისინი გიჟდებიან ახლობლებისთვის საჩუქრებისა და სიურპრიზების კეთებაზე. არაფერი ისე არ აბედნიერებთ, როგორც საყვარელი ადამიანების თვალებში სიხარულის ნაპერწკლის დანახვა. ისინი თავიანთი სითბოთი ნებისმიერ სივრცეს გაათბობენ. ყოველთვის ტოვებენ შთაბეჭდილებას საზოგადოებაში. მათ ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
ხანდახან გგონიათ, რომ უიღბლო ადამიანები დედამიწაზე არ არსებობენ. წვიმის შემდეგ ყოველთვის ცისარტყელა გამოდის და თქვენს ცხოვრებაშიც პრობლემების შემდეგ პოზიტიური ცვლილებები არის მოსალოდნელი. ჯერჯერობით ვერ ხვდებით, მაგრამ თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელიც სულ მალე ახალ კარს გააღებს თქვენს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ – ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი! მოიშორეთ ეჭვები.
მაისი
ქვა: ზურმუხტი
ძაღლი: ბორდერ-კოლი
ყვავილი: მაისის ლანდიში
არომატი: ბანანის პუდინგი
მაისში დაბადებულები მოკრძალებული ადამიანები არიან, რომლებიც პირველ ადგილზე საკუთარ თავს კი არა, სხვებს აყენებენ. ოდნავ ფეთქებადი ბუნებით გამოირჩევიან. თუკი თავში რაიმე იდეა მოუვათ, ყოველთვის განახორციელებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯიუტები არიან. ამასთან, ისინი კეთილი ბუნებით და ხელგაშლილობით გამოირჩევიან. ისინი ძლიერები და გონიერები არიან.
ფიქრობთ, რომ ცხოვრება ბრძოლაა. მოუსმინეთ საკუთარ გულს და ახლობლების რჩევებს და წარმატება დააყოვნებს. შეხედეთ სირთულეებს ისე, როგორც უდიდეს გამოცდილებას. საინტერესო მომავალი გელით. გააკეთეთ დასკვნები შეცდომებისგან და დაივიწყეთ წარსული.
ივნისი
ქვა: ალექსანდრიტი
ძაღლი: მოპსი
ყვავილი: ვარდი
არომატი: მარწყვის ჩიზქეიქი
ივნისში დაბადებულები უდარდელები არიან და მომთმენები, მაგრამ არასოდეს მიიღებენ პასუხად უარს. იციან, რაც სურთ და ყოველთვის აღწევენ მიზანს. მათი შარმი, ნიჭი და უშიშარობა ნებისმიერი სიტუაციიდან იხსნის. ისინი მრავალმხრივად განვითარებული ადამიანები არიან უამრავი ჰობით, ყველა მოვლენის საქმის კურსში არიან. გიჟდებიან ხელოვნებაზე. ინარჩუნებენ შესანიშნავ ბალანსს შიკსა და ყოველდღიურობას შორის.
ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები სასიკეთოდ გადაწყდება. ნუ დაკარგავთ რწმენას. ყველაფერი მალე შეიცვლება.
ივლისი
ქვა: ძოწი
ძაღლი: ოქროსფერი რეტრივერი
ყვავილი: წყლის ლილია
არომატი: მზის დამცავი საშუალება
ივლისში დაბადებულებს უყვართ მხიარულება და ხალხმრავლობა. აინტერესებთ ყველა სფერო და ყოველთვის სვამენ შეკითხვას, თუკი რაიმეს ვერ იგებენ. სამსახურში მათით ამაყობენ. სალმიანები და კეთილად განწყობილნი არიან. ადამიანები მათ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ. ადვილად პოულობენ მეგობრებს, მაგრამ ენდობიან მხოლოდ რამდენიმე მათგანს. ახალ-ახალ მწვერვალებს უკანმოუხედავად იპყრობენ.
მალე გლობალური ცვლილებები გელით ცხოვრებაში – ეს იქნება მეგობარი, შვილი თუ მსხვილი შენაძენი. ყველა არ არის მზად ასეთი ცვლილებებისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს თქვენთვის სასიკეთოდ მოხდება. ცვლილებები ადამიანებს აშინებს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს საოცარი დრო იქნება თქვენს ცხოვრებაში!
აგვისტო
ქვა: ქროზოპლაზი
ძაღლი: პიტბული
ყვავილი: გლადიოლუსი
არომატი: შემწვარი ზეფირი
აგვისტოში დაბადებულები ძლიერი ბუნებითა და საოცარი გამძლეობით გამოირჩევიან. საკუთარ თავში დარწმუნებულებმა ყოველთვის იციან სწორი პასუხი შეკითხვებზე. ყველამ იცის, რომ მათი ნდობა თავისუფლად შეიძლება. აქვთ ფასეული რჩევები და ლიდერები არიან. რთულ სიტუაციებში საოცარ სიმშვიდეს ავლენენ. არ უყვართ დაგვიანება და ყოველთვის მისდევენ წესებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იციან მხიარულება! გიჟდებიან დროსტარებაზე. უყვართ ცხოვრება, ბუნება, ცხოველები, და აქვთ დიდი და კეთილი გული.
შესაძლოა, რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ახლა ზუსტად იმის დროა, რომ საჭე სხვას გადააბაროთ. ვერ შეძლებთ ყველაფრის თავად გაკეთებას. კონცენტრირება საკუთარ თავზე მოახდინეთ. დასვენება გესაჭიროებათ და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა.
სექტემბერი
ქვა: საფირონი
ძაღლი: კორგი
ყვავილი: ასტრა
არომატი: ჯანჯაფილის ორცხობილა
სექტემბერში დაბადებულები ბუნებით კონსერვატორები არიან. საიამოვნებას იღებენ მარტივი რაღაცებისგან და არ უყვართ სიჩქარე. ტკბებიან საკუთარი დროით და მშვიდად აკვირდებიან სამყაროს. შესაძლოა, ვიღაცას არ ესმოდეს მათი. ისინი კარგი მანერებით, აღზრდითა და სიმშვიდით გამოირჩევიან. თანამედროვე ტექნოლოგიები – მათი მთავარი მისწრაფება არ არის. ურჩევნიათ, დრო ქალაქგარეთ ან მუზეუმში გაატარონ.
მალე თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება. იარეთ თქვენი გზით და აღმოაჩენთ ისეთ რაღაცას, რაც კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ოქტომბერი
ქვა: ვარდისფერი ბრილიანტი
ძაღლი: ბერნული ზენენჰუდი
ყვავილი: ყვითელი გვირილა
არომატი: ცხელი ვაშლის სიდრი
ოქტომბერში დაბადებულები შემოქმედებითი, სულიერად განვითარებული ადამიანები არიან. ძალიან დაკვირვებულები არიან და ნებისმიერ წვრილმანს ამჩნევენ. საქმეში მთელ სულსა და გულს დებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ იდეალურად შეასრულონ სამუშაო. აფასებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას და უყვართ ახალი, საინტერესოს შემეცნება. მათი მკაცრი "ფასადის" მიღმა რბილი, კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი იმალება. უყვართ წესრიგი და სისუფთავე. ადამიანებს მოსწონთ მათი მოთმინების გრძნობა და გულდასმით საქმის შესრულების უნარი.
ყოველთვის ვერ უგებთ ადამიანებს, მაგრამ მალე ეს შეიცვლება. თქვენ სიახლოვეს გამოჩნდებიან სწორი ადამიანები და შეძლებთ მთლიანად გამოავლინოთ საკუთარი თავი. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ "სახლში" აღმოჩნდებით.
ნოემბერი
ქვა: ტოპაზი
ძაღლი: დალმატინი
ყვავილი: ქრიზანთემა
არომატი: ახალგამომცხვარი პური
ნოემბერში დაბადებულები ძლიერნი, გამძლეები და ჯიუტები არიან, მაგრამ ამ კედლებს მიღმა მართლაც რომ ოქროს გული იმალება. ისინი მგრძნობიარე და მზრუნველი ბუნებისანი არიან და უყვართ დროის ტარება ახლობლების წრეში. მათი იუმორის გრძნობა ნებისმიერ სიტუაციას დღესასწაულად აქცევს. ისინი ერთგულები არიან როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში და არაფერი ისე არ აბედნიერებთ, როგორც ხარისხიანად შესრულებული სამუშაო.
ხანდახან წარსულს ებრძვით, მაგრამ შეეცადეთ, დაივიწყოთ ის. ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. იგრძნობთ თავისუფლებას, რომელსაც ამდენ ხანს ელოდით. ნუ ყოყმანობთ. ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება!
დეკემბერი
ქვა: ცისფერი ცირკონი
ძაღლი: კოლი
ყვავილი: პუანსეტია
არომატი: ყავა ამარეტოსთან ერთად
დეკემბერში დაბადებულები მხიარული და ენერგიული ადამიანები არიან, უყვართ სახლის სითბო, კომფორტი და მხიარული ფერები. აფასებენ წესრიგს და ორგანიზებულობას. ამაყობენ საკუთარი მშვიდი ბუნებით. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია: შიგნით გრძნობებისა და ემოციების ფეიერვერკი აქვთ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ისინი ყოველთვის ვერ ართმევენ თავს ამ ემოციებს. უყვართ ხელოვნება და როცა თავში ახალი იდეები მოსდით, ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან დედამიწაზე. მისდევენ ტრადიციებს, არიან მოკრძალებულები და შრომისმოყვარეები.
მალე სრული გამოფხიზლება გელით. თქვენი ცხოვრება უჩვეულოდ შეიცვლება. ერთი შეხედვით, ეს ცვლილებები არ მოგეწონებათ, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ უფრო დიდ ცვლილებებსაც გაუძლებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.