იმისათვის, რომ თქვენი ფეხები მოხდენილი, ზომიერად დაკუნთული და მკვრივი გახდეს, შეეცადეთ, ჩაანაცვლოთ ცხიმიანი საკვები თევზეულით და უცხიმო ქათმის ხორცით, მიირთვით ნაკლები შემწვარი კერძი და მოერიდეთ მაღალკალორიულ ყველს.
ცხიმი, როგორც წესი, პირველ რიგში, თეძოს არეში ნაწილდება. ამიტომაც ქალების უმეტესობას სწორედ ეს ადგილი აქვს პრობლემური.
გთავაზობთ "გალიფეს" ზონის შესამცირებელი დიეტის სამაგალითო მენიუს.
საუზმის ნაირსახეობა (აირჩიე ერთ-ერთი ვარიანტი)
1) ხორბლის ცეხვილი პური, ერთი ცალი პომიდორი, 1 ნაჭერი იმერული, ნაკლებცხიმიანი ყველი.
2) ერთი ნაჭერი ხორბლის ცეხვილი პური (უსაფუვრო), პატარა ბანანი, ნახევარი ჭიქა უცხიმო რძე.
სადილის ნაირსახეობა (აირჩიე ერთ-ერთი ვარიანტი)
ყველა ვარიანტში შეგიძლიათ ჩართოთ უსაფუვრო პურის ერთი ნაჭერი.
1) ერთი ცალი დაჭყლეტილი ბანანი ლიმონის წვენით;
2) 50 გრ დაკონსერვებული ტუნა ლიმონის წვენით;
3) ორი სუფრის კოვზი მოხარშული ლობიო (შეგიძლიათ შეკმაზული).
ვახშმის ნაირსახეობები (აირჩიე ერთ-ერთი ვარიანტი)
1) 250 გრ გრილზე მომზადებული ქათმის ბარკალი (კანის გარეშე), ბოსტნეულის შერეული სალათის მოზრდილი ულუფა.
2) 150 გრ გრილზე მომზადებული თევზი, 125 გრ კანიანად მოხარშული კარტოფილი, ერთი ულუფა მწვანე ლობიო, შემწვარი ყაბაყი.