როდისაა სექსისთვის საუკეთესო პერიოდი- დღის განრიგი მშვიდი ცხოვრებისთვის - Marao

როდისაა სექსისთვის საუკეთესო პერიოდი- დღის განრიგი მშვიდი ცხოვრებისთვის

2020-04-01 13:20:44+04:00

დილის 5- 7 საათამდე- ამ დროს თქვენი ორგანიზმი ფხიზლდება. შედით საპირფარეშოში, მიიღეთ შხაპი და დაიწყეთ ორგანიზმის წმენდა.

დილის 7-9 -მდე

კუჭი წრიალს იწყებს. დილით საკვები ყველაზე კარგად გადამუშავდება. დროის ამ პერიოდში მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ბოჭკოვანი პროდუქტი.

9-11 საათამდე

ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა საკმაოდ დატვირთულია. მიღებული საკვებისგან სხეული დღის განმავლობაში საჭირო ენერგიას იღებს. ორგანიზმის მუშაობისთვის საუკეთესო დროა.

11-13 საათი

გული მუშაობის პიკს აღწევს. სისხლისგან აქტიურად იღებს ჟანგბადს და იკვებება. დალიეთ ჩაი ან ცოტახანს დაისვენეთ.

დღის 1-3-მდე

ნაწლავებში საუზმის გადამუშავება სრულდება. კარგი დროა სადილისთვის.

3-დან საღამოს 5-მდე

ნაღვლის ბუშტი დიდი მეტაბოლიზმისთვის უნდა მოემზადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ჭიქა წყალი დალიოთ და საპირფარეშოშიც შეიაროთ.

საღამოს 5-7 საათამდე

გააგრძელეთ წყლის დალევა. კარგი დროა მსუბუქი ვარჯიშებისთვის, გაჭიმვებისა და მსუბუქი ვახშმისთვის.

საღამო 7-9 -მდე

ამ დროს თქვენი სისხლის წნევა პიკს აღწევს. ამიტომ უმჯობესია დაწვეთ და დაისვენოთ. ასევე კარგი პერიოდია სექსისთვის.

საღამოს 9-11-მდე

თქვენი ენდოკრინოლოგიური სისტემა მუშაობის პიკზეა. საუკეთესო დროა დაძინებისთვის.