დილის 5- 7 საათამდე- ამ დროს თქვენი ორგანიზმი ფხიზლდება. შედით საპირფარეშოში, მიიღეთ შხაპი და დაიწყეთ ორგანიზმის წმენდა.
დილის 7-9 -მდე
კუჭი წრიალს იწყებს. დილით საკვები ყველაზე კარგად გადამუშავდება. დროის ამ პერიოდში მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ბოჭკოვანი პროდუქტი.
9-11 საათამდე
ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა საკმაოდ დატვირთულია. მიღებული საკვებისგან სხეული დღის განმავლობაში საჭირო ენერგიას იღებს. ორგანიზმის მუშაობისთვის საუკეთესო დროა.
11-13 საათი
გული მუშაობის პიკს აღწევს. სისხლისგან აქტიურად იღებს ჟანგბადს და იკვებება. დალიეთ ჩაი ან ცოტახანს დაისვენეთ.
დღის 1-3-მდე
ნაწლავებში საუზმის გადამუშავება სრულდება. კარგი დროა სადილისთვის.
3-დან საღამოს 5-მდე
ნაღვლის ბუშტი დიდი მეტაბოლიზმისთვის უნდა მოემზადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ჭიქა წყალი დალიოთ და საპირფარეშოშიც შეიაროთ.
საღამოს 5-7 საათამდე
გააგრძელეთ წყლის დალევა. კარგი დროა მსუბუქი ვარჯიშებისთვის, გაჭიმვებისა და მსუბუქი ვახშმისთვის.
საღამო 7-9 -მდე
ამ დროს თქვენი სისხლის წნევა პიკს აღწევს. ამიტომ უმჯობესია დაწვეთ და დაისვენოთ. ასევე კარგი პერიოდია სექსისთვის.
საღამოს 9-11-მდე
თქვენი ენდოკრინოლოგიური სისტემა მუშაობის პიკზეა. საუკეთესო დროა დაძინებისთვის.