დიდი მკერდი – ეს ძალიან, ძალიან ლამაზია. და ამასთან, აუტანლად, საშინლად მოუხერხებელი!
ვერ იცვამ ჩაღილულ პერანგებს
თუნდაც ის შეგეკრას, მკერდთან აუცილებლად დარჩება ღრიჭო, სადაც ნებისმიერი მსურველი შეიჭყიტება. და თუკი შეიძენ პერანგს, რომელიც თავისუფლად გექნება მკერდზე, ის ტომარასავით დაიკიდება ზურგსა და წელზე. ხოლო მკლავებში არა მხოლოდ ხელის გაყრა შეგეძლება, არამედ ფეხებისაც.
არ შეგიძლია გაეკიდო ავტობუსს
უფრო სწორად, სირბილი როგორ არ შეგიძლია, მაგრამ მკერდის ხელით დაჭერა მოგიწევს. ეს კი გვერდიდან სასაცილოდ გამოჩნდება.
გარშემო მყოფებს უფასო პორნოსეანსებს უტარებ
თუკი ზიხარ მანქანაში, რომელიც ორმოებიან გზაზე მიდის, ან თვითმფრინავში ტურბულენტურ ზონაში მოყევი, შენს გვერდზე მსხდომები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მიიღებენ სულ უფასოდ. საშინელება ისაა, რომ ამას ვერაფერს უზამ.
მხოლოდ ერთი ღილი და...
მხოლოდ ერთ, პაწაწინა ღილს შეუძლია, მაგალითად, დაგინგრიოს კარიერა. რადგან ის, შესაძლოა, ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაიხსნას – და მორჩა! ამის შემდეგ შენ სულელი ქალის იმიჯი მოგეწებება და არა კვალიფიციური სპეციალისტის.
არ შეგიძლია წონაში დაკლება
თუნდაც მკერდს ქვემოთ ფიცარივით იყო და ძვლები მოგიჩანდეს კანქვეში – მაინც პუტკუნა ხარ. ანუ მაინც სრული ჩანხარ ნებისმიერ სამოსში, გარდა იმისა, რომელიც ძალიან სექსუალურია ან საშინლად მოუხერხებელი.
ლამაზი, მოსახერხებელი, იაფი – აირჩიე ერთ-ერთი
ნორმალური ადამიანები ამ სამიდან ორის არჩევას შეძლებდნენ, შენთვის კი მხოლოდ ერთია ხელმისაწვდომი და ისიც – ყოველთვის არა. ამ ერთადერთ ვარიანტსაც უნდა მიუსწრო. უკვე მიხვდი, რომ შიდა თეთრეულზე ვლაპარაკობთ?
ზღვის სეზონისთვის სამი საცურაო კოსტიუმის შეძენა გიწევს
პირველი – ის საშინელი სარკოფაგი, რომელსაც ხელებისა და ფეხების ამოსაყოფად ხვრელები აქვს დატოვებული და რომელშიც შეძლებ იცურო ისე, რომ პროცესში განძი არ ამოგივარდეს. და კიდევ ორი ბიკინი, რომელშიც ლამაზად დაწვები შეზლონგზე და გაირუჯები. ქვედა ერთი კომპლექტიდან, ზედა – მეორედან. რადგან არავინ კერავს საცურაო კოსტიუმს, რომელის ზედა და ქვედა ნაწილს შორის 4 ზომაა განსხვავება.
არავინ გიყურებს თვალებში
გინდა აიღო ნიჩაბი და თავში ჩასცხო? ჯანდაბა, ირგვლივ მხოლოდ ცოდვილები დადიან.
გეშინია სხვისი ბავშვის ხელში აყვანა
ბავშვებს უყვართ ყველაფერი რბილის, თბილის და დიდის შეხება. შენ კი ამ დროს წარმოიდგენ, რა სანახავი იქნება ეს გვერდიდან.
სუფრასთან ვერ ინძრევი
ვერავის გადააწვდი მარილს, პურს და ხელსახოცს. აჯობებს თავად მიწვდენენ, თორემ შენ რომ გადაწვდე, აუცილებლად წამოედები ბოთლს ან ვინმეს ჭიქას. არა, ხელით კი არა...
არ შეგიძლია ნორმალურად ძილი
თუ ზურგზე წევხარ, სუნთქვა გიჭირს, თუ გვერდზე გძინავს, გტკივა, რადგან ერთი მკერდი მეორეს აწვება. მუცელზე ხომ საერთოდ ვერ დაწვები. ვინ თქვა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან მინიმუმ ორი გამოსავალი არსებობს?
არ შეგიძლია მოეხვიო შენზე დაბალ ადამიანს
რა თქმა უნდა, თუ არ გეგმავ მთლიანად გადაუკეტო მას ჟანგბადის მიწოდება.
გგონია, რომ ოთხი იღლია გაქვს
გაპარსვით კი ორს იპარსავ, მაგრამ ოთხივე ოფლიანდება. ზაფხულში ეს პრობლემა ჯოჯოხეთს ემსგავსება.
იდიოტურ კითხვებს გისვამენ
"ოჰო, რა ზომა გაქვს? ნამდვილია? ალბათ სკოლაში ყველა გოგოს შენი შურდა. არ გამძიმებს?"
ყველა ზემოთ მოცემული 14 პუნქტი აბსოლუტურად უსარგებლოა
რადგან ვერავის ამის შესახებ ვერ მოუყვები. ვერავის შესჩივლებ – უბრალოდ არავინ დაგიჯერებს. იფიქრებენ, რომ თავს იქებ და მეტი არაფერი.