ბევრ ერში ნიორი "სანელებლების მეფედ" მიიჩნევა არა მხოლოდ მისი გემოსთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი თვისების გამო.
ნიორი აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ასევე, ებრძვის ბაქტერიებსა და ინფექციებს.
ადამიანებმა ნივრის მოყვანა 5 000 წლის წინ დაიწყეს და დღემდე აქტიურად გამოიყენებენ მას კულინარიაში.
მაგრამ იცოდით, რა სარგებლობა შეუძლია ნიორს მოგვიტანოს, თუკი მას მშიერ კუჭზე მივიღებთ? ეს მართლაც შთამბეჭდავია. ერთი კბილი ნივრის (შემწვარი და არა უმი) უზმოზე მიღებას უამრავი უპირატესობა აქვს:
1. თქვენ დაცული იქნებით ინფექციური დაავადებებისგან.
ბევრი ადამიანი ნიორს პირდაპირ კანზე იდებს ინფექციის ან სოკოვანი დაავადების მოსარჩენად, მაგრამ არანაკლებ ეფექტურია, თუკი მას უზმოზე მიიღებთ.
2. დაგირეგულირდებათ არტერიული წნევა.
როგორც ერთმა კვლევამ აჩვენა, ნიორი მნიშვნელოვნად დაბლა სწევს მაღალ წნევას.
3. კურნავს ანთებით პროცესს.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ნიორი მოქმედებს, როგორც ანტიბიოტიკი (ისეთი, მაგალითად, როგორიც იბუპროფენია) და აქრობს ანთებით პროცესს.
4. ათხელებს სისხლს, რაც ტრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს.
5. გრიპის გაჩენისა და გაციების შანსი მინიმუმამდე დაჰყავს.
6. აღადგენს ნერვულ სისტემას.
7. ნიორი დაბლა სწევს ტრიგლიცერიდის დონეს, რასაც თავის მხრივ, ათეროსკლეროზის გაჩენის რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.
8. ნიორი დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
9. ამაღლებს იმუნიტეტს.
ნივრის ერთი კბილი შეიცავს 5 მგ კალციუმს, 12 მგ კალიუმს და 100-ზე მეტ ვიტამინის შენაერთს. ყველაფერი ეს ხდის მას უძლიერეს პროდუქტად სხვადასხვა ინფექციისა და ბაქტერიის საწინააღმდეგოდ.