რეფლექსოთერაპევტი ჰელენ ჩინ ლუი ამტკიცებს, რომ ყურის ზედაპირზე მდებარეობს ადამიანს სხეულის რეფლექსური რუკა, რომელიც შედგება ცენტრალური ნერვული სისტემის ნერვული დაბოლოებებისა და შენაერთებისგან. ყურის თითოეულ წერტილზე ზემოქმედებით, ჩვენ შეგვიძლია შევიჩეროთ სხვადასხვა ორგანოს ტკივილი.
ამ 6 წერტილიდან თითოეული ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილთან არის კავშირში. თითოეულ წერტილზე დაწოლით, შეძლებთ გათავისუფლდეთ სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილისგან.
1. ზურგი და მხრები
ყურის ზედა ნაწილი ზურგსა და მხრებზეა პასუხისმგებელი. თუკი სხეულის ამ ნაწილებში იგრძნობთ ტკივილს, დაიმაგრეთ სარეცხის სარჭი პირველ ზონაზე. ერთ წუთში დაჭიმულობა მოგეხსნებათ. გაიმეორეთ "პროცედურა" დღეში რამდენჯერმე და ტკივილი გაგივლით.
2. შინაგანი ორგანოები
მე-2 ზონა შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, თუ ხანგრძლივი და ძლიერი ტკივილი გაქვთ, მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ თუკი დაჭიმულობას და მსუბუქ ტკივილს გრძნობთ, სცადეთ სარჭის ყურზე დამაგრება.
3. სახსრები
მე-3 ზონა სახსრების ტეხას და ტკივილს შეგიმსუბუქებთ. ძლიერი ტკივილის დროს ექიმთან წასვლას გირჩევთ, ხოლო თუკი ტკივილი მსუბუქია, მაგრამ მაინც დისკომფორტს გიქმნით, სცადეთ ყურის ამ ზონაზე სარჭის დამაგრება.
4. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
თუკი გრძნობთ, რომ ცივდებით და ცხვირი გაგეჭედათ, სცადეთ ყურის მე-4 ზონაზე სარჭის დამაგრება. ეს მეთოდი გაციების პირველ სიმპტომებს მოგიხსნით და არ მისცემს დაავადებას განვითარების საშუალებას.
5. საჭმლის მომნელებელი სისტემა
თუკი კუჭ-ნაწლავში უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, პირველი, რის გაკეთებასაც გირჩევთ, მოიჭირეთ სამაგრი ყურის ამ ზონაზე. შებერილობა, ტკივილი და დაჭიმულობა მუცლის არეში გაგივლით.
6. თავი და გული
ყურის ბიბილო სხეულის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებზე – თავსა და გულზეა პასუხისმგებელი. ბიბილოზე დამაგრებული სარჭი ჯანმრთელ გულსა და საღ გონებას შეგინარჩუნებთ. ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის შესანიშნავი პროფილაქტიკაა!