საინტერესოა, ვინ იყვნენ ჩვენი შორეული წინაპრები? აღმოჩნდა, რომ ამის გარკვევა ფეხის თითებზე დაკვირვებით არის შესაძლებელი. როგორც ცნობილია, კაცობრიობის მსოფლიო მიგრაციის შედეგად ბევრი ერი ერთმანეთში აირია. სწორედ ამიტომაც, თუკი თქვენ თავს, მაგალითად, ქართველად თვლით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ კავკასიური ფესვები გაქვთ.
კვლევების შედეგად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის წარმოშობას პირდაპირი კავშირი აქვს სწორედ ფეხის თითებში.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ფეხის თითებს და იპოვეთ მსგავსი ვარიანტი მოცემულ სურათზე.
1. თქვენ ეგვიპტელი ხართ. ამ შემთხვევაში პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თითები ერთიმეორის მიყოლებით, სიმაღლის მიხედვით არის დაწყობილი. ეგვიპტური ფეხის ტერფის მფლობელებს რბილი ხასიათი, ემოციურობა, რომანტიკულობა და მიმნდობლობა ახასიათებთ.
2. თქვენ რომაელი ხართ. აქ ყველა თითი თითქმის თანაბარი სიგრძის არის. ცერა თითი, ფაქტობრივად, მეორის ტოლია. რომაული ფეხის ტერფის მფლობელებს მარტივ ხასიათს და პირდაპირობას აწერენ. თავიანთი განსაკუთრებული მიზანდასახულობის წყალობით ისინი ყოველთვის აღწევენ წარმატებას.
3. თქვენ ბერძენი ხართ. ამ შემთხვევაში მეორე თითი ცერასა და შუა თითზე გრძელია. დანარჩენები სიმაღლის მიხედვით მიჰყვებიან. ბერძნული ფეხის ტერფის მქონენი ამბიციურები, თვითდაჯერებულები, დამოუკიდებლები და მიზანსწრაფულები არიან. ასეთი გადმოცემაც არსებობს, ვისაც ოჯახში (ცოლს თუ ქმარს) მეორე თითი ცერაზე გრძელი აქვს, მთავარი ის არის.
4. თქვენ გერმანელი ხართ. ასეთ ფეხის ტერფზე ყველაზე დიდი ცერა თითია, დანარჩენებს თითქმის ერთი სიგრძე აქვთ. ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელია სტაბილურობისა და წესრიგისკენ სწრაფვა. გერმანული ფეხის ტერფის მქონე ადამიანებმა ზუსტად იციან, რაც უნდათ ცხოვრებისგან და ჯიუტად მიიწევენ მიზნისკენ.
5. თქვენ კელტი ხართ. ფეხზე ყველაზე გრძელი თითი რიგით მეორეა. კელტური სისხლი, რომელიც თქვენს ძარღვებში მიედინება, ხშირად დაუფიქრებელი ქმედებისკენ გიბიძგებთ. მთავარი განმასხვავებელი – იმპულსურობა და სიჯიუტეა. ასევე, ეს ადამიანები ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან.