ქაღალდის ხელსახოცი – ის ნივთია, რომელიც ყველა სახლში მოიძებნება, მაგრამ ბევრი დიასახლისი ხშირად მაინც ჩვეულ, ქსოვილის ტილოს იყენებს და ქაღალდის ხელსახოცი დამატებით ვარიანტად უდევს თაროზე.
გთავაზობთ ქაღალდის ხელსახოცის გამოყენების რამდენიმე უჩვეულო, მაგრამ ძალიან გამოსადეგ მეთოდს.
1. იმისათვის, რომ მწვანილი მალე არ დაჭკნეს, გაახვიე ის სველ ხელსახოცში.
თუკი მწვანილს მაცივარში ინახავ, მაშინ კონტეინერში ჩააფინე მშრალი ხელსახოცი და ისე მოათავსე მასში მწვანილი. ის ზედმეტ სინესტეს შეიწოვს და პროდუქტს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
2. ბულიონის თავზე მოკიდებული ცხიმი მადას გიკარგავს? ქაღალდის ხელსახოცი ზუსტად ის არის, რაც ამ შემთხვევაში დაგეხმარება.
აიღე სუფთა ქვაბი და ჩადგი ონკანში. ქვაბში მოათავსე საწური, რომელშიც ქაღალდის ხელსახოცი იქნება ჩაფენილი. გადაწურე მასში ბულიონი, ცხიმი ხელსახოცზე დარჩება.
3. პასტელის ფანქრებისგან დარჩენილ ლაქებს ადვილად მოაშორებ, თუკი ზედაპირზე დააფენ ქაღალდის ხელსახოცს და ზემოდან დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ უთოს გადაუსვამ.
{{ArticleSplitCont}}
4. იმისათვის, რომ მიკროტალღური ღუმელი სუფთა დარჩეს მას შემდეგ, რაც მასში ბეკონს მოამზადებ, საკმარისია, მომზადებამდე ბეკონის ნაჭრები გაახვიო ქაღალდის ხელსახოცში. შემდეგ დააყენე მიკროტალღური ღუმელი 1 წუთზე და ჩართე ყოველ ჯერზე, სანამ ბეკონი არ დაიბრაწება. სულ 3-4 წუთი დაგჭირდება!
5. თუკი ხელთ არ გაქვს ყავის ფილტრი, არომატული სასმელი შეგიძლია ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით გაწურო.
6. იმისათვის, რომ ხორცი დაბრაწული კანით შეიწვას, მომზადებამდე შეახვიე ხორცის ნაჭრები ქაღალდის ხელსახოცში.
{{ArticleSplitCont}}
7. ხშირად ზეთის ბოთლი გამოყენების შემდეგ გარედან ცხიმით ისვრება. იმისათვის, რომ ეს უსიამოვნო მომენტი აიცილო თავიდან, შემოახვიე ზეთის ბოთლს ქაღალდის ხელსახოცი და დაამაგრე რეზინით.
8. მაკიაჟის ჩამოსაცილებელი ხელსახოცები და ბამბის ტამპონები გაგითავდა?
გაჭერი ქაღალდის რულონი შუაზე. პლასტიკატის კონტეინერში ჩაასხი ერთი ჭიქა სუფთა წყალი, დაუმატე მასში რამდენიმე წვეთი ქოქოსის (აბუსალათინის ან ზეითუნის) ზეთი. სურვილისამებრ, შეგიძლია დაუმატო მაკიაჟის ჩამოსაშორებელი საშუალებაც. ჩადე მომზადებულ სითხეში ქაღალდის ხელსახოცის რულონის ნახევარი და როცა ქაღალდი სითხით კარგად გაჯერდება, ამოაცალე მუყაოს ჩანართი.
მიღებული სველი ხელსახოცები შეგიძლია შეინახო გრილ ადგილას რამდენიმე კვირით.