თუკი ამ პროდუქტებს სისტემატურად მიიღებთ, ჭარბ წონასთან ბრძოლა ბევრად გაგიადვილდებათ.
1. დარიჩინი
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დარიჩინი ამცირებს ჭამის მადას.
2. წითელი წიწაკა
წიწაკას შეუძლია მეტაბოლიზმის გააქტიურება.
3. გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი სავსეა ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.
4. საზამთრო
საზამთრო დაგანაყრებთ კალორიების გარეშე.
5. ტკბილი კარტოფილი
სავსეა პროტეინებით.
6. კვერცხი
კვერცხის მონელება ხდება ნელა. ის შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს.
7. ყავა
ორგანიზმს საშუალებას აძლევს, დაწვას მცირე რაოდენობით ცხიმები.
8. ძმარი
ადრეული გამოკვლევების თანახმად, ის ორგანიზმს ეხმარება დაამარცხოს სიმსუქნე.
9. რძე
რძეს ორგანიზმი ნელა ინელებს, ამიტომ ის დიდი ხნის განმავლობაში დაგიტოვებთ ნაყროვანების გრძნობას.
10. მწვანე ლობიო
მწვანე ლობიო სავსეა სასარგებლო ბოჭკოებით.
11. შვრიის ფაფა
ის დიდი ხნის განმავლობაში ანაყრებს ორგანიზმს და აქრობს შიმშილის გრძნობას.
12. ნიახური
შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და წყალს.
13. მოცვი
ორგანიზმს ავსებს ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოებით.
14. ბერძნული იოგურტი
შეიცავს პროტეინებს, მცირე რაოდენობით ცხიმს და ნახშირწყლებს.
15. მწვანე ჩაი
რამდენიმე წუთით აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
16. ქათმის მკერდი
ორგანიზმს ანაყრებს დიდი ხნის განმავლობაში.
17. ყინული
ყინულის დახმარებით სხეული გამოყოფს დიდ ენერგიას.
18. ნუში
შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხიმებს.
19. ვაშლი
შეიცავს ფლავენოიდებს, რომლებიც ორგანიზმში წვავს ცხიმებს.
20. სელის თესლი
ის შეიცავს ცხიმებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.