გასულ ზაფხულს მომღერალი ლიზა ყენია რამდენჯერმე მოხვდა ყვითელი ტაბლოიდების გვერდებზე.
ცნობილია, რომ ლიზა არ ერიდება გულახდილი ფოტოების გადაღებას და შემდეგ სოციალური ქსელით გამოქვეყნებას. მომღერალი აქტიურად ვარჯიშობს და ყოველთვის ფორმაშია.
მისი თამამი ფოტოები მკითხველში აღფრთოვანებას იწვევდა.
ამ ზაფხულს მისი ''ფეისბუქიდან'' ცნობილი გახდა, რომ შეყვარებული იყო. გიორგი პატარიძესთან ერთად გადაღებული ფოტოებიდან და მეგობრების კომენტარებიდან ჩანდა, რომ წყვილს რომანი ჰქონდა გაჩაღებული. თუმცა მოგვიანებით დაშორდნენ.
ლიზას სოციალური ქსელიდან ცნობილი ხდება, რომ კვლავ შეყვარებულია. მისი რჩეული ნოდარ კოდუა, ირაკლი კოდუას შვილია.გაგრძელება