ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ვიზუალური ტესტები საკმაოდ ზუსტია. საჭიროა, მხოლოდ აირჩიოთ თქვენთვის მეტად მიმზიდველი ნახატი და თქვენი დახასიათება მზად არის. თანაც, ამ გასართობ თამაშში, შესაძლოა, საკუთარ თავზე ბევრი სასარგებლო რამ გაიგოთ.
გთავაზობთ ამერიკელი ფსიქოლოგ-ვიზუალისტების ტესტს. მაშ ასე, აირჩიეთ სასურველი ნახატი და გაიგეთ, რას ამბობს იგი თქვენზე.
ნახატი 1
ენერგიული, ხალისიანი, ოპტიმისტური
თქვენი სტიქია სპონტანურობით სავსე თავისუფალი ცხოვრებაა. ცდილობთ მაქსიმუმი მიიღოთ და დატკბეთ ყოველი წამით. თქვენი დევიზია: "ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!"
ცნობისმოყვარე ხართ, გახსნილი ახალი ურთიერთობებისთვის, გზებისა და სიტუაციებისთვის. ვითარდებით მაშინ, თუ ირგვლივ ყველაფერი იცვლება.
გაშინებთ აკრძალვები და ჩარჩოები, არ გიყვართ რჩევები და ჭკუის სწავლება, თუმცა სიხარულით ისრუტავთ მრავალმხრივ გამოცდილებას, რომელიც გგონიათ, რომ შეუცვლელია. სიურპრიზების დიდი თაყვანისმცემელი ხართ.
ნახატი 2
თავისუფლებისმოყვარე, არაორდინარული
თქვენ ჰაერივით გესაჭიროებათ თავისუფლება. მთავარი მოთხოვნილება - საკუთარი თავის უნიკალურად წარმოჩენაა. ცხოვრებისეულ ყველა ამოცანას კრეატიულად უდგებით. შემოქმედებით საწყისს ავლენთ როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ.
სხვის მაგალითს არასდროს მიჰყვებით, გირჩევნიათ, თავად გაიკაფოთ გზა. ინდივიდუალისტი ხართ და სხვებშიც ამ თვისებას აფასებთ. ცხოვრებისა და მორალის საკუთარ წესებს ადგენთ, რომლებიც სხვებისთვის შესაძლოა, მისაღები არ იყოს.
ნახატი 3
მოაზროვნე, თვითანალიზის მოყვარული, მგრძნობიარე
თქვენ სხვაზე ხშირად გხვდებათ სასტიკი წინააღმდეგობანი: ადამიანებთან, სისტემასთან და საკუთარ თავთანაც კი. ვერ იტანთ ზედაპირულ "ფართხალს", ამიტომაც არჩევთ სიმარტოვეს.
საუკეთესო მეგობარი ხართ მათთვის, ვისაც ენდობით. სწორედ ეს ურთიერთობები გიჭერთ მხარს, როდესაც მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ მხედრდება.
ბედნიერებისთვის შინაგანი ჰარმონია გჭირდებათ, რომლის მოცემაც თქვენს რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ. ამიტომაც მხოლოდ თავად ახერხებთ საკუთარ თავში რწმენის დანერგვას. ეს თქვენ კარგად გამოგდით, რადგან საკმაოდ თვითმყოფადი ადამიანი ხართ.
ნახატი 4
მიწაზე მყარად მდგარი, ბუნებრივი, ჰარმონიული
თქვენი ძირითადი ღირებულება - ბუნებრიობაა. თქვენთვის მუღებელია ყველაფერი ხელოვნური და ძალდატანებული. უბრალო ურთიერთობები გიყვართ.
ადამიანებს უადვილდებათ თქვენთან ყოფნა, მათ ხიბლავთ ცხოვრების საღი გონებით აღქმის უნარი. მიწაზე მყარად დგახართ. თქვენი იმედი ყოველთვის შეიძლება სხვას ჰქონდეს, სიტყვებს არასდროს ისვრით ჰაერზე.
ნახატი 5
პროფესიონალური, პრაგმატული, თვითდაჯერებული
ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავს აკისრებთ. ბედნიერი შანსის ლოდინში დროს არ ფლანგავთ. თქვენი აზრით, წარმატების მიღწევა მხოლოდ საკუთარი ძალებით არის შესაძლებელი. ნებისმიერ პრობლემას პრაქტიკულად წყვეტთ, არც საკუთარი და არც სხვისი ცხოვრების გართულების გარეშე.
კლასიკური რეალისტი ბრძანდებით. ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებით, თავს არ იტკიებთ სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვით. ჩანაფიქრის განსახორციელებლად უკეთესი კანდიდატის მოძებნა წარმოუდგენელია.
ნახატი 6
მშვიდობისმოყვარე, ფილოსოფიური
ურთიერთობებში ყველაზე მეტად სიმშვიდეს აფასებთ. თქვენთან ურთიერთობა ადვილია, რადგან ფიქრობთ, რომ ადამიანური ურთიერთობა ნამდვილ განძს წარმოადგენს. გიყვართ ახალი მეგობრების შეძენა, ამასთან, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ადგილს ყოველთვის იტოვებთ, რადგან ხანდახან მარტოობაც აუცილებელია აზრების დასალაგებლად.
ხშირად ფიქრობთ ყოფიერების არსზე, გხიბლავთ სხვადასხვა თემაზე ფილოსოფიური საუბრები. ცხოვრობთ ჰარმონიულ სამყაროში, აფასებთ სილამაზესა და ერთგულებას.
ნახატი 7
საიმედო, თავდაჯერებული
თვისება, კარგად გაუგოთ სხვებს, უბრალოდ, განსაცვიფრებელია. ცდილობთ, გარშემო უნიკალური ადამიანები შემოიხვიოთ, რადგანაც გიყვართ თითოეულისგან რაიმეს სწავლა.
თქვენს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს კულტურას, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. თქვენთვის მნიშვნელოვანია, იპოვოთ საკუთარი სტილი როგორც ჩაცმულობაში, ასევე ქცევასა და აზროვნებაში.
ნახატი 8
მეოცნებე, რომანტიკული, ემოციური
ძალზე მგრძნობიარე ხართ. ცხოვრების რაციონალურ წესებს არ ექვემდებარებით. გირჩევნიათ, ღრუბლებში იფრინოთ, სადაც თავს კარგად გრძნობთ.
გრძნობები ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს თქვენთვის. გულწრფელად გჯერათ, რომ აუცილებელია გქონდეთ ოცნება. და თუ იგი აგისრულდებათ, ახალს მოიგონებთ.
პრაგმატულ ადამიანებთან საერთო ენას ვერ პოულობთ.
ნახატი 9
დინამიკური, აქტიური
გიყვართ რისკი და მძაფრი შეგრძნებები. ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი ცხოვრება მალე გბეზრდებათ.
ბედნიერი ხართ, როდესაც მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებით. საკუთარი ქმედებების სისწორეში დარწმუნებული ხართ, თუმცა შეცდომების აღიარებაც არ გიჭირთ. თქვენი ქცევების წინასწარ განსაზღრა შეუძლებელია, რადგან თავად არ იცით, რას მოიმოქმედებთ ნახევარი საათის შემდეგ.