გთავაზობთ შოკოლადის მინანქრის 5 რეცეპტს და გაგიმხელთ მისი მომზადების 7 საიდუმლოს.
ბევრი დესერტის ბოლო აკორდი მინანქარია. მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. ჩვენ გთავაზობთ 5 ყველაზე გამორჩეულს!
როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი მინანქარი
1. სისქე
კარგ მინანქარს არაჟნის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს, რათა იდეალურად დაჯდეს დესერტზე. თუკი ის ძალიან თხელი გამოგივიდათ, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქრის პუდრი, ხოლო თუ ძალიან სქელია – დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი.
2. პუდრა
შაქარი ძალიან წმინდად უნდა იყოს დაფქული, იმდენად წმინდად, რომ ბოლი ასდიოდეს.
3. კვერცხის ცილა და გული
მინანქარში კვერცხს ჰაეროვნებისთვის და მასის შესაკრავად უმატებენ. ცილიან მინანქარს, ძირითადად, კულიჩებს უსვამენ ან ორნამენტებს ხატავენ დესერტებზე. კვერცხის გული კი მასას მადისაღმძვრელ შეფერილობას ანიჭებს. კვერცხისგულიან მინანქარს უსვამენ დესერტებს და შემდეგ ღუმელში აშრობენ. ხშირად რეცეპტებში ეს პუნქტი გამოტოვებულია.
შედგით მინანქრიანი დესერტი 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ეს პროცედურა თავიდან აგაცილებთ სალმონელოზს, რამეთუ ეს ჩხირი 70 გრადუსზე კვდება.
4. კარაქი
იმისათვის, რომ მინანქარი ნაზი და კრემისებური გამოვიდეს, უნდა დავუმატოთ კარაქი. ასეთი მინანქარი შოკოლადის ტორტებს უხდება.
არასოდეს გამოიყენოთ ფორებიანი შოკოლადი მინანქრისთვის. უმჯობესია, გაალღვოთ შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით.
5. ლიმონის წვენი
მინანქრის ზოგიერთ რეცეპტში წყლის მაგივრად ლიმონის წვენია ან უბრალოდ დამატებული აქვს რამდენიმე წვეთი ლიმონი არომატისთვის. თუკი დესერტი ძალიან ტკბილია, გამოიყენეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი, ის საოცარ გემოს შემატებს მინანქარს.
6. საღებავები
იმისათვის, რომ დესერტი ლამაზად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავები, მაგრამ არა ნაყიდი, არამედ ბუნებრივი. მაგალითად, ერთი კოვზი ჟოლოს მურაბა მინანქარს ჯადოსნურ ფერსა და არომატს შესძენს. ცოტაოდენი კურკუმა და კარაქის პატარა ნაჭერი მას მკვეთრ ნარინჯისფერს მიანიჭებს.
7. როგორ წავუსვათ მინანქარი
კულიჩებსა და კეკსებზე თხევად მინანქარს საკონდიტრო ფუნჯით უსვამენ. თუ მოხატვა გსურთ, საკონდიტრო შპრიცი გამოიყენეთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი შპრიცის პლასტმასი გამოიყენოთ ამისთვის.
მინანქრის დასხმამდე კექსს ჯემის თხელი ფენა გადაუსვით. ასე შოკოლადის ფენა უფრო თანაბრად განაწილდება ზედაპირზე და დესერტს განსაკუთრებულ სიბზინვარეს მიანიჭებს.
იხილეთ მინანქრის 5 რეცეპტი