ბოშებს ზოდიაქოს პირადი ნიშნები აქვთ, რომლებიც ადამიანის ბედსა და ხასიათს განაგებს. ბოშათა ჰოროსკოპში 12 ნიშანია
თასი – 21.01-19.02
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ძალიან მერყევი ხასიათის ადამიანია და გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს ფიქრობს. მათ დაბადებიდანვე მოსდევთ გამორჩეულობის, ორიგინალურობისა და კრეატიულობის გამოძახილი. ურთიერთობაში მგრძნობიარეა და ცდილობს, ირგვლივ მყოფები გააბედნიეროს. ძალიან უმართლებთ თამაშებში, თუმცა ხშირად ბევრის ხარჯვა უწევთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას – სწრაფად იღლება, აწუხებს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური გადაღლილობა.
კაპიუშონი – 20.02-20.03
ეს ნიშანი იშვიათად ენდობა ვინმეს, ძალიან მშვიდი და სერიოზულია. იძენენ ერთგულ მეგობრებს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან, გვერდში დაუდგნენ. ხშირად ფინანსური პრობლემები აქვთ, თუმცა საქმეს ადვილად აგვარებენ.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მშვიდი და წყნარი გარემო სჭირდებათ. მხოლოდ ასე გრძნობენ თავს კომფორტულად. მნიშვნელოვანია ასევე ვარჯიში და მასაჟი.
ხანჯალი – 21.03-20.04
საკმაოდ პრაქტიკული ნიშანია. დროს არასდროს კარგავს და მიზნისკენ ყოველთვის სწრაფად და პირდაპირ მიიწევს. მათ ინტუიციის კარგი გრძნობა აქვთ და იღბლიანები არიან თამაშში. კონკურენციისა და კონკურსების მოყვარული ყოველთვის დასახული მიზნისკენ ისწრაფვის. ხანდახან საკმაოდ აგრესიულ ხასიათსაც ავლენს. ხანჯალი – კარგად უმკლავდება ფულს და შესანიშნავი ადმინისტრატორია.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გვირგვინი – 21.04-20.05
გვირგვინი ადამიანები – სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარულები. ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო შეეფერებათ, თუმცა, ამავდროულად, არ ფლანგავენ ფულს. გამოირჩევა უდრეკი ხასიათით. უსაზღვროდ ჯიუტია და ამან შესაძლოა სხვების უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ უფრო ხშირად მისი მიღწევებით აღტაცებულები არიან. თავისით რომ არაფერი მოდის, ეს კარგად იცის, ამიტომ სამსახურში დიდი ენთუზიაზმითა და ინიციატივის გრძნობით იწევს წინ, გამუდმებით ვითარდება, რასაც დიდი წარმატებამდე მიჰყავს.
ძალიან ჯანმრთელია, მხოლოდ შესაბამისი დასვენება სჭირდება.
სასანთლე – 21.05-20.06
უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობა. სხვების მიმართ გულგრილობას არასდროს იჩენს. ყველას უყვარს და მან ეს ძალიან კარგად იცის. გონივრულობისა და ნიჭის წყალობით სხვების მოხიბვლას ადვილად ახერხებს.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბევრი მოძრაობა და ვარჯიში სჭირდებათ.
ბორბალი – 21.06-21.07
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ემოციურები და იმპულსურები არიან. არასტაბილური ხასიათის გამო მათი მგრძნობიარე და მსუბუქი ხასიათი შესაძლოა აბსოლუტური ნეგატივით შეიცვალოს.
მარტივად ახდენს ყურადღების კონცენტრირებას და ადვილად ფოკუსირდება პრობლემაზე, ამიტომ სამსახურში ლიდერის პოზიციაზეა.
დაძაბულ და ხანგრძლივ ყურადღების კონცენტრაციას ხშირად ძლიერი თავის ტკივილებიც მოჰყვება, რისთვისაც აუცილებელია ცოტა ხნით ყურადღების გაფანტვა და მოდუნება.
ვარსკვლავი – 22.07-22.08
ენითაუწერელი ბრწყინვალება და არსებობის მაგიური უნარი მათი მთავარი იარაღია ნებისმიერ ცხოვრებისეულ დაბრკოლებასთან ბრძოლაში. ნამდვილი იღბლიანები არიან და ბედი ყოველთვის სწყალობთ. მისი სუსტი წერტილი ხერხემალი და სახსრებია, რაც დიდი დატვირთვის შედეგია. გაგრძელება