ბრიტანულმა კორპორაციამ, Magic Circle-მა, რომელიც 5 წამყვან იურიდიულ კომპანიას მოიცავს, გადაწყვიტა, შეემუშავებინა ექსპრეს-ტესტი ახალი თანამშრომლების ყველაზე ძლიერი მხარეების გამოსავლენად.
კომპანიის დაკვეთით, ცნობილმა ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს საინტერესო მეთოდი თანამშრომლების მთავარი პროფესიონალური თვისებების გამოსავლენად.
სწორედ ეს ტესტია ახლა შენ წინაშე. საჭიროა, უბრალოდ, შეხედო სურათს და აირჩიო ის ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება.
მეცნიერთა მტკიცებით, ტესტის შედეგები 94% შემთხვევაში ზუსტი აღმოჩნდა. გაიარე შენც და წაიკითხე, შენი ხასიათის რა თვისებებს უნდა აფასებდეს ყველაზე მეტად შენი უფროსი.
ხე #1
შენ იღვწი, რომ საუკეთესო იყო. მიზნის მიღწევისთვის მზად ხარ, მთელი შენი დრო გამოიყენო. ხშირად ეკონომიური კეთილდღეობისთვის კი არა, იდეის გამოც გიმუშავია. მომთხოვნი ხარ როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე გარშემომყოფების მიმართ. ამასთან, ეგოისტი სულაც არ ხარ და სიამოვნებით უზიარებ კოლეგებს შენს პროფესიონალურ საიდუმლოებებს.
ხე #2
შენთვის პირველ ადგილზე მატერიალური კეთილდღეობაა. მაღალი ხელფასისთვის მზად ხარ, არაკომფორტულ გარემოშიც იმუშაო. კოლეგები მკაცრ, მაგრამ სამართლიან ადამიანად გთვლიან. შენი ხელმძღვანელობის ქვეშ მოსწონთ მუშაობა, რადგან ზუსტ მიზნებს უსახავ და არავის აძლევ იმის უფლებას, რომ "შენი" ხალხი დაჩაგროს.
ხე #3
შენი შეუცვლელი და შეუფასებელი თვისება – კომუნიკაბელურობაა. შესანიშნავად პოულობ საერთო ენას როგორც კლიენტებთან, ასევე კოლეგებთან. გსიამოვნებს დიდ კოლექტივში მუშაობა და იქ სამართლიანად ითვლები კომპანიის სულად და გულად.
ხე #4
პირველ რიგში, შემოქმედებითი ადამიანი ხარ, იდეების ნამდვილი გენერატორი, რისთვისაც ძალიან გაფასებენ კოლეგები. ამასთან, გამუდმებით სრულყოფილებისკენ ისწრაფვი და ამისთვის უდიდეს დროს უთმობ თვითგანათლებას.
ხე #5
შენი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც ყველაზე რთული სამუშაოს შესრულების დროსაც გეხმარება, სტრესის მიმართ გამძლეობაა. პრაქტიკულად, შეუძლებელია შენი წყობილებიდან გამოყვანა. თუნდაც სამსახურში აურზაური იყოს, ყოველთვის ინარჩუნებ სიმშვიდეს და ცივი გონებით წყვეტ ნებისმიერ პრობლემას. ამქვეყნად არაფერს შეუძლია გადაგახვევინოს დასახული გზიდან.
ხე #6
კოლეგები უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად გთვლიან. შენთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან არასოდეს არავის უღალატებ. ზრუნავ შენს კოლეგებზე და ყოველთვის მზად ხარ მათ დასახმარებლად. თანამშრომლებს შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში ჰქონდეთ შენი იმედი.
ხე #7
შენი საოცარი ქარიზმა უდიდეს ენთუზიაზმთან ერთად გეხმარება დაიცვა საკუთარი ინტერესები. კოლეგები მიზანდასახულ ადამიანად გიცნობენ და ამისათვის ძალიან გაფასებენ.
ხე #8
ინტელექტუალური სამუშაოს ადამიანი ხარ. არ არსებობს ისეთი ამოცანა, რომელზეც პასუხი არ გექნება. კოლეგები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. არ გიყვარს ფიზიკური, ძალისმიერი შრომა და მხოლოდ გონებით აღწევ დასახულ მიზნებს.
ხე #9
საოცრად ყურადღებიანი ხარ, გაინტერესებს ყველაფერი და არ გეშინია გამოწვევების მიღების. ამ თვისებების გამო შეგიძლია ნებისმიერი შენი კოლეგის ჩანაცვლება, თუნდაც მისი საქმე სულ სხვა სპეციფიკის იყოს. სწორედ შენს უნივერსალურობას აფასებენ ყველაზე მეტად შენი თანამშრომლები.