იდეალური მამაკაცი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებისთვის - Marao

იდეალური მამაკაცი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებისთვის

2015-12-04 14:30:00+04:00

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალს მამაკაცის თავისი ტიპაჟი გააჩნია, იდეალი, ასე ვთქვათ, რომლისკენ იგი ყოველთვის მიილტვის და ხანდახან პოულობს კიდეც. მოდი, ვნახოთ, ვის ეძებენ ჩვენი ქალები.

ქალი ვერძი

ვერძები

ძლიერი და სწორხაზოვნები არიან. დამოუკიდებლობის გრძნობა კარგად აქვთ განვითარებული. ამასთან, სტაბილურები არიან და მათი ქმედება ყოველთვის ლოგიკურია. ცივი გონებით აზროვნებენ და ბედის საჩუქარს მედგრად ხვდებიან, იქნება ეს ცუდი თუ კარგი.

წყვილი:

კირჩხიბი: კირჩხიბის ენერგია იზიდავს ვერძს. კირჩხიბი სიამოვნებას იღებს რთულ ვერძთან ურთიერთობით და ცდილობს, მის დასაკმაყოფილებლად ყველაფერი გააკეთოს.

თევზები: მათ კარგად ესმით ვერძის ბუნების. თევზების ნდობა ყოველთვის შეიძლება.

შეუფერებელი წყვილი:

ტყუპი: ნუ გაასულელებინებთ თავს ტყუპებს! შესაძლოა, თავიდან ვნებამ იფეთქოს, მაგრამ ტყუპები ძალიან ემოციური და გაუწონასწორებელნი არიან ვერძისთვის.

ლომი: ურთიერთობებში ლომის დომინირება ვერძის დამოუკიდებლობას ხელყოფს. ეს 2 ნიშანი ვერასოდეს ააგებს ერთობლივ ბედნიერებას.{{ArticleSplitCont}}

ქალი კურო

კუროს ფუფუნების საგნები უყვარს. იგი ერთგული მეგობარი და პარტნიორია. ამასთან, ქალი კურო მუდმივად რჩება გამოცანად, რომლის გამოცნობასაც მამაკაცები ცდილობენ.

წყვილი:

კურო: ქალი კუროსთვის მისივე ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცი შესაძლოა მონათესავე სულად იქცეს. მათ ყველა შანსი აქვთ მყარი კავშირის შესაქმნელად.

კირჩხიბი: კირჩხიბი კუროს მგრძნობიარე ბუნებას შესანიშნავად გრძნობს. ისინი ენერგეტიკულ დონეზე კარგად ავსებენ ერთმანეთს.

შეუფერებელი წყვილი:

ლომი: ლომი ძალზე მკაცრია კუროს მიმართ და მისი დასვენებისა და გართობების სიყვარულის მიმართ. ლომს მალევე ბეზრდება კუროს ცხოვრების ერთფეროვანი სტილი. კურო კი ლომის მუდმივი შენიშვნებისგან იღლება.

მშვილდოსანი: კუროს აპრიორი არაფერი საერთო არ აქვს მშვილდოსანთან. იგი ძალზე მოშვებულია, მშვილდოსანი კი ძალზე დაძაბული.{{ArticleSplitCont}}

ქალი ტყუპი

ტყუპები მეოცნებე და რომანტიკოსები არიან. უყვართ თავგადასავლები, ხალხთან ურთიერთობა, ყველგან პოულობენ მეგობრებს.

წყვილი:

კირჩხიბი: კირჩხიბი გამუდმებით ეძებს ნამდვილ სიყვარულს, ქალ ტყუპებს კი სიყვარულის გაცემა სხვა დანარჩენ ზოდიაქოს ნიშანზე უკეთ შეუძლიათ. ეს ორი ნიშანი უსიტყვოდ უგებს ერთმანეთს.

სასწორი: სასწორი და ტყუპები ერთმანეთს ავსებენ, ისინი არასოდეს დაიღლებიან ამ ურთიერთობით.

შეუფერებელი წყვილი:

მორიელი: ტყუპები მეტისმეტად მსუბუქი და მოშვებულნი არიან მკაცრი მორიელისთვის. მორიელი ეჭვიანია. ტყუპები სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და არა გრძნობათა ვულკანს.

ქალწული: მამაკაცი ქალწული ძალზე მშვიდია ტყუპებისთვის. მის არაემოციურობას წონასწორობიდან გამოჰყავს ტყუპები.{{ArticleSplitCont}}

ქალი კირჩხიბი

იგი ამბიციურია, მაგრამ ამასთან, კეთილგანწყობილი გარშემომყოფების მიმართ. კირჩხიბი ემოციური და მგრძნობიარეა და ეს იზიდავს ადამიანებს. მას იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა გააჩნია და უყვარს ადამიანების გაცინება.

წყვილი:

სასწორი სტაბილური და თავდაჯერებულია. მას კარგად ეხერხება პირადსა და პროფესიონალურ ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა. იგი იდეალურად უხდება კირჩხიბს.

კურო: კურო სტაბილურია. შეუძლია კირჩხიბი გაამხიარულოს და მისცეს ემოციები, რომლებიც მას სჭირდება.

შეუფერებელი წყვილი:

მორიელი: მორიელი ძალზე მგზნებარეა კირჩხიბისთვის. ორივე ნიშნისთვის დამახასიათებელი მეტისმეტი ეჭვიანობა ხელს შეუშლის სტაბილურ ურთიერთობებს.

ქალწული: ორივე ნიშანი მორცხვია გრძნობების გამოხატვაში. აუცილებელი ურთიერთობების არქონა სასიყვარულო კრახით სრულდება.{{ArticleSplitCont}}

ქალი ლომი

ქალ ლომს გაბერილი ეგო აქვს, რაზეც მან შესანიშნავად იცის. უყვარს, როდესაც მისით აღფრთოვანდებიან. როდესაც მეორე ნახევარს პოულობს, ლომი ერთგული ხდება.

წყვილი:

ტყუპი: კეთილი გულის პატრონ ტყუპებს ნამდვილი სიყვარულის მიცემა შეუძლიათ ლომისთვის. ტყუპები აღფრთოვანებულნი არიან ლომის მტკიცე ხასიათით და მიზანდასახულობით.

მორიელი: ლომთან ურთიერთობაში მორიელი არასოდეს დომინირებს. ორივე ნიშანი თანასწორად ურთიერთობს. თუკი ურთიერთობა დაიწყეს, ისინი უკვე არასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს.

შეუფერებელი წყვილი:

მერწყული: მერწყული მეტისმეტად თავისუფლების მოყვარულია ლომისთვის. ლომს ერთგული ადამიანი სჭირდება, მერწყული კი საჭიროების შემთხვევაში არასოდეს იქნება გვერდით.

თხის რქა: თხის რქის თავისუფლების მოყვარე ბუნება ლომის მიზანდასახულ ლომს არ უხდება. თხის რქა არასოდეს დათანხმდება ლომის ცხოვრებისეულ პრინციპებს.{{ArticleSplitCont}}

ქალი ქალწული

ქალწული მუდმივად ცაში დაფრინავს. მისი ბუნების გამოცნობა რთულია და თუკი ეს მოახერხეთ, იგი სამუდამოდ თქვენი გახდება.

წყვილი:

სასწორი: სასწორი საკუთარი შეხედულებების ერთგულია. თუ ქალწულს თვალი დაადგა, უკან არაფერზე დაიხევს, სანამ მის გულს არ მოინადირებს. იგი მზრუნველია და არასოდეს აწყენინებს ქალწულს.

თხის რქა: თხის რქას არ აშინებს ქალწულის იდუმალი ბუნება. მთავარია, ქალწულის ნდობა დაიმსახუროს, მერე კი ქალწული მას გულს გადაუშლის.

შეუფერებელი წყვილი:

კირჩხიბი: ორივე ნიშანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ეს ხელს შეუშლის სტაბილურ ურთიერთობებს.

თევზები: თევზები, ქალწულის მსგავსად, თავმდაბალნი და მორჩილნი არიან. ეს ორი ვერასოდეს დაამყარებს ურთიერთობებს.{{ArticleSplitCont}} 

ქალი სასწორი

ქალი სასწორი - ზოდიაქოს ყველაზე საზრიანი ნიშანია. მან ყოველთვის იცის, რა სურს და უკან არაფერზე იხევს მიზნის მისაღწევად. ლოგიკური და გაწონასწორებული, იგი არასოდეს დათანხმდება იმაზე ნაკლებს, რასაც იმსახურებს.

წყვილი:

მშვილდოსანი: მშვილდოსანი სასწორის ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანია და სწორედ ეს აახლოებს მათ, როგორც ალფასა და ომეგას.

ლომი: ლომი და სასწორი ნამდვილი მონათესავე სულები არიან. ისინი მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს.

შეუფერებელი წყვილი:

თხის რქა: თხის რქა სასწორის თავისუფლების სიყვარულში სიზარმაცეს ხედავს. მათი გრძნობები შეიძლება მომენტალურად აალდეს და ასევე სწრაფად ჩაქრეს.

თევზები: სასწორი ვერ იტანს მგრძნობიარე თევზებს. სასწორის სწორხაზოვნებას წონასწორობიდან გამოჰყავს თევზები.{{ArticleSplitCont}} 

ქალი მორიელი

ყველაზე არაორდინარული ზოდიაქოს ნიშანი. იგი ემოციური, ეჭვიანი და ამავდროულად, მგზნებარეა. მამაკაცებისგან ზედმეტს ითხოვს. მწარე ენა აქვს. მორიელი ძლიერი ქალია, მაგრამ თუ მის გულს მოინადირებთ, გაგიმართლებთ!

წყვილი:

თხის რქა: კრიტიკულ სიტუაციებში გონივრულად აზროვნებისა და მოთმინების წყალობით, თხის რქას შეუძლია მორიელის გულის მონადირება. ისინი ერთმანეთთან ურთიერთობით ტკბებიან.

ლომი: ლომს მხურვალე მორიელი იზიდავს. ასეთ ქალთან ისინი კარგად გრძნობენ თავს.

შეუფერებელი წყვილი:

მორიელი: ორი მორიელის ურთიერთობა შეიძლება ომში გადაიზარდოს. მსგავსი ვნებათა ღელვა ზოდიაქოს არცერთ ნიშანს არ აქვს. საბოლოო ჯამში, ურთიერთობა სავალალო შედეგებით მთავრდება.

ტყუპები: ტყუპები ზედმეტად რომანტიკულები არიან მორიელისთვის. მორიელი ტყუპს ბავშვად მიიჩნევს, ტყუპი კი მგზნებარე მორიელით აღფრთოვანდება.{{ArticleSplitCont}}

ქალი მშვილდოსანი

ქალ მშვილდოსანს არაფრის ეშინია. მას თავისუფლება და თავგადასავლები უყვარს. იგი ნამდვილი ქალი-დრამა გახლავთ. ყოველთვის გულის კარნახს მიჰყვება. სასიყვარულო ურთიერთობებში თანამზრახველს ეძებს, რომელიც სამყაროს დაპყრობის გეგმას გაიზიარებს მასთან ერთად.

წყვილი:

ვერძი: ვერძისა და მშვილდოსნის შეხედულებები ემთხვევა, ისინი ერთი მიმართულებით მოძრაობენ. უყვართ გართობა. მათი ურთიერთობა სიხარულითა და ბედნიერებით არის სავსე.

მერწყული: მერწყული მშვილდოსანს პიროვნულ ზრდაში ეხმარება. მხარს უჭერს მას თავგადასავლების

წყურვილში. ისინი ტკბებიან თანაცხოვრებით.

შეუფერებელი წყვილი:

კურო: კურო და ვერძი ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებია, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება. კუროები ზედმეტად მიწიერნი არიან მუდმივად ღრუბლებში მფრინავი ვერძებისთვის.

ქალწული: ქალწულს ცხოვრების განრიგი მკაცრად აქვს გაწერილი, კურსს არასოდეს გადაუხვევს. კუროსთვის კი ეს მიუღებელია.{{ArticleSplitCont}}

ქალი თხის რქა

მათ იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვთ. თხის რქას შეუძლია სერიოზული და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყოს, მაგრამ ამასთან, მომთმენნი არიან და მათზე უკეთ პრობლემების გადაწყვეტა არავის ეხერხება.

წყვილი:

თევზები: ერთი შეხედვით, ეს წყვილი არ უხდება ერთმანეთს, მაგრამ თხის რქა მშვენივრად აწონასწორებს თევზებს, უზრუნველყოფს საკუთარ თავს და პარტნიორს სტაბილურობით და თავდაჯერებულობით. თევზებს კი, თავის მხრივ, სინათლე შემოაქვთ თხის რქის სერიოზულ ცხოვრებაში.

ქალწული: ორი მონათესავე სული. ისინი ერთმანეთთან კომფორტულად გრძნობენ თავს, თუმცა ხანდახან ქალწულს შეუძლია რაიმე თავისებური სიგიჟე ჩაიდინოს, რაც თხის რქის პრინციპებში არ ჯდება.

შეუფერებელი წყვილი:

ლომი: ლომს ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა, თხის რქა ამას სკეპტიკურად უყურებს. პრაქტიკული თხის რქა ზედმეტად ცივია მგზნებარე ლომისთვის.

ვერძი: უდარდელი ვერძი დინებას მიჰყვება, თხის რქა მიზანდასახულია და იცის, რა სურს. თხის რქას სჭირდება პარტნიორი, რომელიც ფოკუსირებას მოახდენს მომავალზე, ვერძი კი ამისთვის მეტისმეტად დაკავებულია.{{ArticleSplitCont}}

ქალი მერწყული

ქალი მერწყული ყოველთვის წინ მიიწევს. შემოქმედებითი პიროვნებაა, რომელიც სრულყოფილებისთვის იღვწის. ხელდაკრეფილი არ უყვარს ერთ ადგილზე ჯდომა. მერწყულს არ ეხერხება თავისი ნამდვილი გრძნობების გამოხატვა. აფასებს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ვერ იტანს მითითებებს.

წყვილი:

სასწორი: სასწორი მშვენივრად ავსებს ქალ მერწყულს. ორივე ნიშანს უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. სასწორი აფასებს მერწყულის შემოქმედებითობასა და ჭკუას.

ტყუპი: მათი კავშირი გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევს. ტყუპები ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, ვისაც

სამუდამოდ შეუძლია მიიჯაჭვოს მერწყული.

შეუფერებელი წყვილი:

მორიელი: მორიელი ეჭვიანია, რასაც წონასწორობიდან გამოჰყავს თავისუფლების მოყვარული მერწყული. მორიელს კი მერწყულის დაუმორჩილებლობა აღიზიანებს.

თევზები: თევზები ზედმეტად მომთხოვნები არიან. ისევე, როგორც მორიელი, თევზები მუდმივ ყურადღებას ითხოვენ. მერწყულს კი თავისუფლება და ძალდაუტანებელი ურთიერთობები სჭირდება.{{ArticleSplitCont}}

ქალი თევზები

თევზების გაგება რთულია. ისინი ემოციურები და მგრძნობიარენი არიან. ქალი თევზი - შემოქმედებითი პიროვნებაა, თავმდაბალი და ცოტაც - ქარაფშუტა.

წყვილი:

კირჩხიბი: კირჩხიბი და თევზები ერთ ტალღაზე არიან. თავადაც უკვირთ, როგორ ავსებენ ერთმანეთს. კირჩხიბი - დამცველია, ეს კი თევზებს ძალიან სჭირდებათ.

თხის რქა: თხის რქას შეუძლია ღრუბლებში მფრინავი თევზები მიწაზე ჩამოსვას, მისცეს მას მხარდაჭერა. იგი აღფრთოვანებულია თევზების მგრძნობიარე ბუნებით, თევზები კი - თხის რქის სიდინჯითა და სიბრძნით.

შეუფერებელი წყვილი:

სასწორი: სასწორი მეტისმეტად სწორხაზოვანია მგრძნობიარე თევზებისთვის. სასწორის სიცივე აშინებს მათ. ასეთ ურთიერთობაში ცრემლები გარდაუვალია. იტირებს, რა თქმა უნდა, თევზები.