მეორე ბავშვზე ფეხმძიმობისას ვხვდებით, რომ ყველაფერი სხვანაირად ხდება. არა ისე, როგორც პირველი ფეხმძიმობისას. შედარება დღე და ღამესავითაა. გამოცდილი დედების დაკვირვებებსა და შედარებას ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავთ.
1. პირველი ფეხმძიმობა: ადგენთ მენიუს, საჭირო პროდუქტების სიას, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი დღის რაციონი მდიდარი იქნება ვიტამინებითა და მინერალებით.
მეორე ფეხმძიმობა: ბავშვის მორჩენილი საკვების ჭამა სრულფასოვან სადილად ითვლება.
2. პირველი ფეხმძიმობა: ყოველ კვირა იღებთ ფოტოს, დოკუმენტურად ადასტურებთ მუცლის ზრდას.
მეორე ფეხმძიმობა: "უი, უკვე მესამე ტრიმესტრში ვარ?" მეორე ბავშვს შეგიძლიათ პირველ ბავშვზე ფეხმძიმობისას გადაღებული ფოტოები აჩვენოთ.
3. პირველი ფეხმძიმობა: მხოლოდ ჯანსაღი საკვებით იკვებებით. რაციონიდან გამორიცხეთ მდნარი ყველი, სენდვიჩები, სუში და ღვინო.
მეორე ფეხმძიმობა: ეჰ, ყველაფერი სასარგებლოა, ზომიერების ფარგლებში!
4. პირველი ფეხმძიმობა: საბავშვო ოთახი ფეხმძიმობის მესამე თვეზე სრულიად მოწყობილია.
მეორე ფეხმძიმობა: უამრავი საქმე გაქვთ და სამშობიაროში წასვლამდე ბავშვის ოთახში მეორე საწოლის დადგმასაც ვერ ასწრებთ.
5. პირველი ფეხმძიმობა: ჩვილისთვის უამრავ ახალ ნივთს ყიდულობთ და კარადაში აკურატულად ალაგებთ ფეხმძიმობამდე რამდენიმე თვით ადრე.
მეორე ფეხმძიმობა: პირველ შვილს უამრავი ჩაუცმელი ტანსაცმელი დარჩა, მეგობრებიც მოგიტანენ შვილების ახალ ან ოდნავ დალაქავებულ ჩასაცმელებს. არც ის გაღელვებთ, რომ ახალდაბადებული ბიჭი უფროსი დის ვარდისფერ საღამურში იძინებს.
6. პირველი ფეხმძიმობა: არ აცდენთ არც ერთ საინტერესო კურსს, ემზადებით მშობიარობისთვის, ბავშვის მოვლისა და ბუნებრივი კვებისთვის. ყველა დეტალს ბლოკნოტში ინიშნავთ.
მეორე ფეხმძიმობა: ყველაფერი უკვე ისედაც იცით, ნეტავ, გამოძინება მოახერხოთ.
7. პირველი ფეხმძიმობა: ბავშვის მოვლისა და აღზრდის შესახებ წიგნებს გულდასმით კითხულობთ, ზოგჯერ ორჯერაც...
მეორე ფეხმძიმობა: რა? წიგნის კითხვა? სად მცალია დასაჯდომად და წიგნის წასაკითხად?!
8. პირველი ფეხმძიმობა: ფეხმძიმეების ვარჯიშებს რეგულარულად ესწრებით, კვირაში სამჯერ.
მეორე ფეხმძიმობა: ბავშვთან ერთად სირბილი, საოჯახო საქმეები და ძაღლის გასეირნება - აი, საუკეთესო ვარჯიში!
9. პირველი ფეხმძიმობა: ვარჯიშს "კეგელი" ყოველდღე აკეთებთ, რათა ფეხმძიმობისთვის მოემზადოთ.
მეორე ფეხმძიმობა: ბავშვი თავისით უნდა გამოძვრეს, არა?
10. პირველი ფეხმძიმობა: ყოველდღე აკოტროლებთ სხეულის მასას, რათა დარწმუნდეთ, რომ წონაში არ იმატებთ.
მეორე ფეხმძიმობა: წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენს იწონით. თვეში ერთხელ, ისიც ექიმის დაჟინებული მოთხოვნით დგებით სასწორზე. პირველი ფეხმძიმობის შემდეგ თქვენი წარმოდგენა იდეალურ სხეულზე შეიცვალა. ზედმეტი კილოგრამების შემჩნევას ქმარს ავალებთ: "მითხარი, როცა ძალიან გავსუქდები".