კალანჰოეს 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, მაგრამ სამედიცინო მიზნებისთვის მხოლოდ 2 მათგანს იყენებენ: Kalanchoe pinnata და Kalanchoe daigremontiana. მათი წვენისგან, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, სურდოს საწინააღმდეგო შესანიშნავ წვეთებს ამზადებენ.
სახლის პირობებში წამლის დამზადება საკმაოდ მარტივია. გამოგადგებათ მცენარის მინიმუმ 3-წლიანი ფოთლები. გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო წვეთები სპეციფიკურია და იწვევს ცემინებას.
კალანჰოეს სამკურნალო წვეთები
1. ფოთოლი დანაყეთ ისე, რომ წვენი გამოუშვას.
2. მოათავსეთ დოლბანდში და დაწურეთ.
3. მიღებულ წვენს თანაბარი პროპორციებით დაამატეთ წყალი, ბავშვებისთვის პროპორციით 1:2.
4. თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი.
5. შეინახეთ წვეთები მაცივარში.
კალანჰოეს წვეთებს უკუჩვენებები არ გააჩნია. მას აგრეთვე იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, დამწვრობის, ქრონიკული დაღლილობისა და უამრავი დაავადების წინააღმდეგ.