ბანანის ნიღაბი E ვიტამინით - შეუცვლელი დაცვა და გაახალგაზრდავება თქვენი სახის კანისთვის - Marao

ბანანის ნიღაბი E ვიტამინით - შეუცვლელი დაცვა და გაახალგაზრდავება თქვენი სახის კანისთვის

2016-01-04 13:11:56+04:00

ეს ნიღაბი, გარდა იმისა, რომ სახის კანს სიცივისა და ყინვისგან დაიცავს, კიდევ უამრავ პრობლემას აგარიდებთ თავიდან. იგი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და დაგიცავთ ნაადრევი ნაოჭებისგან.

ინგრედიენტები:

ნახევარი ბანანი

2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

8 წვეთი E ვიტამინი

1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი

მწიკვი მანანის ბურღული

მომზადება:

1. დაჭყლიტეთ ბანანი და დაამატეთ წყლის აბაზანაზე გამთბარი ქოქოსისა და ზეითუნის ზეთი.

2. დაუმატეთ E ვიტამინი

3. მანანის ბურღული დაუმატეთ იმ შემთხვევაში, თუ მასა ძალიან თხელი გამოგივათ

4. მიღებული მასა გაწურეთ მარლის მეშვეობით. გამოწურული თხევადი მასა წაისვით სახეზე.

5. შემდეგ კი ამ ბაზაზე დაიდეთ მარლაში დარჩენილი მასა.

6. ნიღაბი 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.