ყოველ დილას ჩვენ, ქალები, ვირჩევთ, რა ჩავიცვათ, როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ, რა როლი ვითამაშოთ. ჩვენ ქალები ვართ, მაშასადამე - მსახიობები.
მაგრამ ხშირად ჩვენ მხოლოდ ერთი როლი გვაქვს, რომელიც ჩვენთან ახლოსაა და ყველაზე სასიამოვნო. და თუ როგორ წარვდგებით სამყაროს წინაშე, ამას შეუძლია ჩვენი ხასიათის უხილავ მხარეებზე მოგვითხროს. რას მოგვითხრობს პომადის ფერი თქვენ შესახებ?
1. მკვეთრი წითელი ფერი
მკვეთრი წითელი პომადა - გამოწვევაა, განაცხადი... ამ ფერს საკუთარ თავში დარწმუნებული, ოდნავ ეგოისტი გოგონები ირჩევენ. თუ ქვეცნობიერად ირჩევთ ამ ფერს, გსურთ სამყაროს თქვენი ვნებიანი ნატურა დაანახოთ. გიყვართ, როცა თქვენდამი აღფრთოვანებას გამოხატავენ და არ გეშინიათ გამოჩნდეთ მგრძნობიარე.
2. ლილისფერი
ასეთ ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ სიტუაციის გაკონტროლება, მაგრამ ამას შეუმჩნევლად აკეთებენ, ასე ვთქვათ, რუხი კარდინალები. გიყვართ ქმედებების დაგეგმვა, თქვენთვის წვრილმანები არ არსებობს. ორგანიზებული, მომთმენი და მშვიდი ხართ და თქვენი ძალა ამაშია.
3. ჩახშული წითელი
მსგავს ფერს თავმდაბალი გოგონები ირჩევენ. არ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ინდივიდუალური ხართ. არ ხართ მოსაწყენი და მდიდარი შინაგანი სამყარო გაგაჩნიათ. აფასებთ მხოლოდ მათ, ვისაც ამ სამყაროს დანახვის უნარი აქვს.
4. ატამი
ატმისფერი მოუთხრობს სამყაროს, თუ რაოდენ მშვენიერი ადამიანია მისი მფლობელი. იგი ამშვენებს კეთილ და გულუხვ პიროვნებებს. გაქვთ თანაგრძნობის უნარი, გიყვართ მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვა, არასოდეს იშურებთ მათთვის სიყვარულს, დროსა და ძალებს.
5. მკვეთრი ვარდისფერი
მკვეთრი ვარდისფერი - თავგადასავლებისა და ავანტიურის მოყვარული გოგონების ფერია. იშვიათად ამბობთ "არას" და ეს ხანდახან ცუდად მოქმედებს თქვენზე, თუმცა ეს დიდად არ გადარდებთ: არ ღირს ნერვიულობად, ირგვლივ ხომ უამრავი საინტერესო რამ არის. სიამოვნებით იცნობთ ახალ ადამიანებს, აგემოვნებთ ახალ კერძებს, დადიხართ ახალ ადგილებში.
6. ღვინის პალიტრა
თქვენ მოსიარულე ცდუნება ხართ. არსად გეჩქარებათ, ურთიერთობებში რთულად თმობთ პოზიციებს. დაპყრობის პროცესი გსიამოვნებთ. ერთდროულად ნაზი და ძლიერი პიროვნება ბრძანდებით.
7. ნაზი ვარდისფერი
ნაზი ვარდისფერი პომადები შექმნილია გოგონებისთვის, რომელთაც უყვართ, როცა აღმერთებენ. გიყვართ ლამაზი ნივთები და ფუმფულა ფისოები. ძალზე მგრძნობიარე და ნაზი პიროვნება ხართ.
8. ხორცისფერი გამა
ხორცისფერი გამა მეტყველებს ღრმა ურთიერთობების სურვილზე. რაც კი ზედაპირულია და ღრმა არ არის - თქვენ არ გეხებათ. ცდილობთ ადამიანებს სულში ჩაწვდეთ და ასევე გულღია ხართ სხვებისთვის.
9. უჩვეულო ფერები
ველური, მკვეთრი, ნეონი - ამ ფერებს შემოქმედებითი, უჩვეულო პიროვნებები ირჩევენ. არ გეშინიათ ექსპერიმენტების და მდიდარი წარმოსახვა გაგაჩნიათ, არტისტიზმი სისხლში გაქვთ.
10. შავი
შავი პომადა ულმობელი და ბოროტი პიროვნების ნიშანი არ არის, თუმცა თქვენში მუქი მხარეც იმალება. იუმორის გრძნობაც კი შავი გაქვთ. გიზიდავთ ინდი-როკი, სკანდალური ავტორების წიგნები, იშვიათი ფილმები. მოკლედ, მთვარის მუქ მხარეზე ცხოვრობთ.