მოდი, ვნახოთ, რა დეტალებს უნდა მივაქციოთ მაკიაჟის გაკეთებისას ყურადღება, რათა უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ.
წარბი
შეცდომა: შერჩეულია ზედმეტად მუქი წარბის ფანქარი, რაც ამძიმებს ქუთუთოს. პლუს, წარბი ზედმეტად "სწორხაზოვანია".
შესწორება: წარბი შეღებილია ზემოთ და ქვემოთ, სადაც ნაკლები თმაა, რაც სისქეს მატებს წარბს. ამ მიზნითვე წარბი დავარცხნილია.
თვალის მაკიაჟი
შეცდომა: ყავისფერი ფაქტობრივად შეუჩმეველია ქუთუთოს ნაკეცში, ხოლო ქვედა წამწამებზე ტუშით აქცენტის გაკეთება, გამოხედვას ამძიმებს.
შესწორება: მთავარი განსხვავება – ფანქრით დამუშავებულია წამწამის კონტური, ხოლო მუქი ჩრდილები წასმულია მხოლოდ თვალის კუთხეებში.
ყვრიმალები
შეცდომა: საფეთქლამდე "გაწელილი" ღაწვის ჩრდილი (რუმიანა), არაჯანსაღ სიწითლეს ქმნის სახეზე. ყვრიმალების ამ ნაწილში უმჯობესია თუ ჰაილატერს დაუმატებთ.
შესწორება: ჩრდილები უნდა წაისვათ მხოლოდ და მხოლოდ ღაწვების ჩაღრმავებებში და თხლად – ასე სახის ფერს გამოაცოცხლებთ.
ტუჩები
შეცდომა: პომადა ზედმეტად გადასულია კონტურიდან (დასაშვებია არა უმეტეს 1 მილიმეტრისა), ხოლო კუთხეები, პირიქით, შეუღებავია.
შესწორება: ზედა ტუჩზე, ჩაღრმავებასთან აწეული ნაწილი ოდნავ წაწვეტებულია, რაც რეკომენდებულია, გაიკეთონ მათ, ვისაც სახის ნაზი ნაკვთები აქვთ.