ამ სტატიაში გაეცნობით ბოლოკის სამკურნალო თვისებებს, მისი მიღების წესსა და გვერდით მოვლენებს, თუ ნორმას გადააჭარბებთ.
1. ბოლოკის შემცველობა და ძალა. ბოლოკი მდიდარია ვიტამინებით: B1, B2, B5, ნიკოტინმჟავათი და ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებით. ერთ ლუკმა ბოლოკსაც კი შეუძლია, თქვენი ორგანიზმი ასკორბინის მჟავით მოამარაგოს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის გამოჯანმრთელებას და სხეულს რკინის პროდუქტიულად შეწოვაში ეხმარება. ბოლოკი ამკვრივებს სისხლძარღვებს, აძლიერებს ძვლებსა და კბილებს. ის ორგანიზმს საჭირო შაქარს აწვდის, მაგრამ ვინაიდან დაბალკალორიულია, დიეტოლოგები ამ ბოსტნეულის კვების რაციონში შეტანას გვირჩევენ.
2. ბოლოკს აღმოსავლეთის მედიცინაში წამლის დანიშნულება აქვს. ბოლოკს ძალიან აფასებენ აღმოსავლეთის მედიცინაში. ეს ბოსტნეული მთელი ორგანიზმისთვის გამაახალგაზრდავებელ საშუალებად მიიჩნევა. მართლაც, ბოლოკის სითხე (წვენი) საოცრად მოქმედებს უჯრედშორის მემბრანაზე. ბოლოკს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნაც შეუძლია. ბოლოკის ფესვები დიაბეტისგან გიცავენ. გაგრძელება