ნამდვილ ქალს არაფრისგან შეუძლია სამი რამ შექმნას: სალათი, შლაპა და ტრაგედია. ამასთან, მას მდიდარი ფანტაზია და გამომგონებლური ნიჭი გააჩნია. ეს რჩევები, რომლებიც ქალებს ეხმარება უფრო ლამაზები გახდნენ, მამაკაცებს გააოცებს. თუმცა, არც არის აუცილებელი უთხრათ, რამ გაგალამაზათ ასე.
1. წამოზრდილი თმის ძირები
თუ თმის ძირები წამოგეზარდათ, მათ შესაღებად კი დრო არ გაქვთ, ამ სიტუაციიდან თვალის ჩვეულებრივი ჩრდილები გიხსნით. ფართო ფუნჯით თმის ფერის შესაფერისი ჩრდილით "შეინიღბეთ" თმის ძირები.
2. საბავშვო პუდრი
წამწამების არაჩვეულებრივი მოცულობის მისაღებად, ჯერ ტუში წაისვით, შემდეგ ფუნჯით საბავშვო პუდრი (ტალკი), ხოლო შემდეგ კი ისევ ტუში.
3. სიცივიდან სიცხემდე
არ არის საჭირო ეძებოთ თქვენთვის სასურველი თვალის ფანქარი. თუ გსურთ, რომ იგი უფრო მაგარი გახდეს, ჩადეთ საყინულეში. თუ უფრო რბილი - შედეთ წამით მიკროტალღურ ღუმელში.
4. ლუდი სილამაზისთვის
ლუდს შეუძლია თმა უფრო რბილი და მოცულობითი გახადოს. ამისათვის დაბანილ თმაზე წაისვით ლუდი და გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ წყალი გადაივლეთ.
5. იტალიელი ქალების საიდუმლო
აბსოლუტურად ნატურალური და მისაღები საშუალება მაკიაჟის მოსაცილებლად, რომელიც ასევე კვებავს კანს - ეს ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთია.
6. ნუ შეგეშინდებათ
კბილის პასტას დაუმატეთ დაფქული აქტივირებული ნახშირი და ასე გაიხეხეთ. გვერწმუნეთ, კბილები თოვლზე ქათქათა გახდება!
7. თვალის იდეალური მაკიაჟი
წაუსვით ფანქარი წამწამების დასახვევ მაშას და ხელის ერთი მოძრაობით სრულყოფილ მაკიაჟს მიიღებთ.
8. საპარსი ქაფი საჭირო არ არის
თუკი ზედმეტ თმას მამაპაპური მეთოდით - საპარსით იშორებთ, ეს რჩევა ნამდვილი ბესტსელერია თქვენთვის. თმის ჩვეულებრივი კონდიციონერი ან ბალზამი ნებისმიერ ქაფზე უკეთ მუშაობს.
9. ტუჩის სკრაბი
თუ ტუჩის ნაზად და რბილად სკრაბირება გსურთ, ამისათვის გამოგადგებათ ჩვეულებრივი ვაზელინი და კბილის ჯაგრისი. წაუსვით ცოტაოდენი ვაზელინი კბილის ჯაგრისს და მსუბუქად გაიხეხეთ ტუჩები.
10. მარწყვი სილამაზისთვის
სოფი ლორენი მთელი ცხოვრების განმავლობაში მარწყვის ნიღბებს იკეთებდა, მან მშვენივრად იცოდა მისი სარგებლობის შესახებ, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მარწყვით კბილების გათეთრებაც შეიძლება. დაჭყლიტეთ მარწყვი ჩანგლით, წაუსვით კბილის ჯაგრისს და გაიხეხეთ კბილები. შედეგი გაგაოცებთ!