ასტროლოგიური გათვლები არა მხოლოდ პირად ურთიერთობებს, ბიზნესის სფეროსა და ფინანსებსაც შეეხება.
შესაბამისად, ევროპულ ქვეყნებში ძალზე ხშირად იყენებენ დიდი კორპორაციები ასტროლოგიურ მომსახურებას ყოველი ახალი თვის ბიზნესგეგმის გასაწერად. დღეს გვინდა იმ ზოდიაქოს ნიშნების სია შემოგთავაზოთ, რომლებსაც იანვრის თვეში მისცემს შანსს ფორტუნა, იაქტიურონ ფინანსური კუთხით, წამოიწყონ ახალი საქმეები ან ძველი საქმეების დაგვირგვინებით მიიღონ სოლიდური შემოსავალი.
იანვრის თვის ფავორიტები თხის რქები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს თვის პირველ და მეორე ნახევარში მზის, პლუტონისა და ვენერას მდებარეობა ასევე თხის რქის ნიშანში საშუალებას მისცემს, გარკვეული წინსვლა განახორციელონ სამსახურებრივი ან ფინანსური კუთხით. განსაკუთრებით მომგებიანი კი მათთვის იანვრის მეორე ნახევარი იქნება.
არანაკლებ უმართლებთ იანვარში ქალწულის ნიშნით დაბადებულებს. პლანეტა იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანში მოძრაობს, მერკური თხის რქის ზოდიაქოში და ვენერაც იქვე განაპირობებს იმას, რომ ქალწულებს არაერთჯერადად გაუმართლებთ პროფესიულ და ფინანსურ "ფრონტზე". გაგრძელება