კარგად მორგებული ბიუსტჰალტერის შერჩევა არცთუ ისე მარტივია. თუ მსგავსი იპოვეთ, დაუფიქრებლად შეიძინეთ ფასის მიუხედავად. "თეთრეული უმაღლესი განათლებასავითაა: ვერავინ ამჩნევს, მაგრამ თვითშეფასებას ამაღლებს".
მაგრამ საქმე იმაში კი არაა, რამდენად ძვირფასია იგი, არამედ როგორ წარმოაჩენს თქვენს ღირსებებს. იდეალური ბიუსტჰალტერი მეტად მოხდენილსა და მიმზიდველს ხდის სხეულს.
1. ბიუსტჰალტერის ბრა
ბიუსტჰალტერის ბრა ტანს მჭიდროდ უნდა ეტმასნებოდეს. თუ იგი მოშვებულია, უფრო პატარა ზომის ან დახურული მოდელი გჭირდებათ. თუ პირიქით - მკერდი ვარდება, უფრო დიდი ზომისაა საჭირო.
2. წინა მხარე
ბიუსტჰალტერის ცენტრალური მხარეც მჭიდროდ უნდა ეტმასნებოდეს ტანს, თუ არადა, ნაკლები ზომის შეარჩიეთ.
3. თასმები
თუ თასმები გიჭერთ, ეს თქვენი ბიუსტჰალტერი არ არის. თუ დიდი ბიუსტის მფლობელი ხართ, რაოდენ კარგადაც უნდა მოგერგოთ ბიუსტჰალტერის ბრა, თუკი მას წყვილ-წყვილი თასმები აქვს, ერიდეთ ამ მოდელს.
4. რკინები
უამრავი ბიუსტჰალტერის ძირითადი პრობლემა რკინებია, რომლებიც უჭერს და აზიანებს მკერდის ნაზ კანს. თუკი ვერ პოულობთ ბიუსტჰალტერს კარგი რკინებით, შეარჩიეთ კომფორტული რბილი მოდელი.
5. სარტყელი
ნუ მოიტყუებთ თავს, რომ თუკი 1-2 ზომით პატარა ბიუსტჰალტერს შეიძენთ, ჩაეტევით მასში, გახდებით უფრო მოხდენილი. პირიქით, ასე ხაზს გაუსვამთ სხეულის პრობლემურ ადგილებს.