რუსეთის ცნობილი ვარსკვლავი, სექსუალური ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა უკვე წლებია, ქართველ მსახიობ გურამ ბაბლიშვილთან ერთად ცხოვრობს.
წყვილს საერთო შვილი სოლომონი ჰყავს, რომელიც საქართველოშიც რამდენჯერმე ჩამოიყვანეს. ცნობილი წყვილის ცხოვრებით რუსული პრესა ხშირად ინტერესდება. ამიტომ როდესაც მათ ახალი ბინა შეიძინეს, გაარემონტეს და მოაწყვეს, რასაკვირველია, სახლში ესტუმრნენ ფოტოკორესპონდენტები. ბინა მართლაც გემოვნებით არის მოწყობილი და მდიდრულად დეკორირებული. როგორც ანფისა ამბობს, თითქმის ორი წელი ეძებდა შესაფერის სახლს.
ხან სახლის მდებარეობა არ მოსწონდა, ხან - ხედი, ხან - ინფრასტრუქტურა. ექსტრასენსებთანაც კი მივიდა რჩევის საკითხავად და ექსტრასენსმა გამოუცხადა: მალე ბავშვი გაგიჩნდება და როგორც კი დედა გახდები, სულ ცოტა ხანში სასურველ ბინასაც იპოვიო. მართლაც ასე მოხდა. სრულად...