გარდა იმისა, რომ დაფნა აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, ის მშვენიერი დეკორაციაც არის სახლისა თუ ოფისისთვის.
ძალიან მარტივი მოსავლელია, არ სჭირდება მზე, თუმცა ოთახის კარგ განათებაზე უფრო ხშირი ბუჩქი იზრდება.
დაფნა ფესვიანდება ნახევრად გამერქნიანებული ყლორტით. აიღეთ 3-4-ფოთლიანი ყლორტი, ქვედა 1-2 ფოთოლი მოაცილეთ, ხოლო დანარჩენ ფოთლებს, თუკი ისინი დიდია, სინოტივის შესანარჩუნებლად აჭრიან ნაწილს.
დაფესვიანებისთვის საუკეთესო დრო ადრეული გაზაფხულია. დაფესვიანებისთვის აიღეთ 10-12 სმ დიამეტრის ქოთანი, გაავსეთ ნოყიერი მიწით, მსუბუქად ჩატკეპნეთ მიწა, მოასწორეთ და ზემოდან მოაყარეთ 4 სმ სისქეზე მიწა.
ჩაარჭვეთ ვერტიკალურად დაფნის ყლორტი დაახლოებით 3,5 სმ სიღრმეზე. სრულად...