ნინო ჯოხაძე სუხიშვილების მოცეკვავე გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა, 2 წლის და 9 თვის შვილი ჰყავს, კარიერული თვალსაზრისით ძალიან აქტიურია.
უჭირს გასტროლების დროს ბავშვთან განშორება, იმასაც კი ამბობს, არ ვარ კარგი დედა, რადგან შვილთან იმდენ დროს ვერ ვატარებ, რამდენიც საჭიროაო, მაგრამ ცეკვის სიყვარული და შრომით დღემდე მოტანილი კარიერა, მისატოვებლად არ ეთმობა. რთული დილემის წინაშე დგას, თუმცა დამხმარეების წყალობით, დედობასა და მოცეკვავეობას ერთმანეთს უთავსებს.
- ბავშვი 26 წლის ასაკში გავაჩინე. შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვიყავი დედობისთვის, ასაკიც მიწყობდა ამაში ხელს და პასუხისმგებლობაც გათვითცნობიერბული მქონდა.
- რამდენად პრეტენზიული ორსულ იყავით?
- ტოქსიკოზი მქონდა ერთი კვირა, მაგრამ როგორც კი ბაკურიანში წავედი, ეტყობა ჟანგბადმა იმოქმედა და ყველაფერმა გადამიარა, კარგად ვგრძნობდი თავს. ორსულს ერთხელ მომიწია ცეკვამ კონცერტზე, ასა ვიცეკვეთ არტგენზე, ყველა ნერვიულობდა და მგულშემატკივრობდა, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. საერთოდ, ჩევნი მოცეკვავეები დიდხანს ცეკვავენ ხოლმე ფეხმძიმობისას, მაგრამ მე მალევე მომიწია დეკრეტში გასვლამ, თან ზაფხული დაემთხვა და მალე შევწყვიტე მუშაობა. პირველი ბავშვი იყო და ყველაფერზე ვნერვიულობდი, ამიტომ დასვენება ვარჩიე. ჩვენი გოგოები ცეკვავენ ხოლმე ორსულობისას, მერე მეც გავიგე, რომ საშიში არ ყოფილა. ბავშვის მოლოდინის პერიოდში დავდიოდი ორსულების ვარჯიშზე და ლექციებზე, თურმე ისეთი მოძრაობები შეიძლება აკეთოს ორსულმა, რასაც ვერ წარმოიდგენთ, მე კიდევ მეგონა, რომ ეგ ცუდი იქნებოდა ბავშვისთვის. ფეხმძიმობისას ამ ვარჯიშებით თითქმის ისევე ვიყავი დატვირთული ფიზიკურად, როგორც ცეკვის დროს, უბრალოდ
ორსულთათვის სწორ ვარჯიშებს ვაკეთებდი.
ასევე ლექციებს გვიკითხავედნენ ფსიქოლოგია-პედიატრიაში. ორსულს გამზადებენ ყველა შემდეგი ეტაპისთვის, როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა მოუარო მუცლადმყოფ პატარას, როგორ შეხვდე ახალშობილს, როგორ მოუარო ბავშვს და საკუთარ თავს მშობიარობის შემდეგ. ეს ყველაფერი მერე და მერე მართლა ძალიან დამეხმარა. ორსულობის პერიოდში კი კარგი იყო ისიც, რომ დაკავებული ვიყავი, ჩვენ იმდენად აქტიური ცხოვრება გვაქვს, უცებ გაჩერება ადვილი არაა, ეს ლექციები და ვარჯიშები კი გარდა სამზადისისა, დამეხმარა ერთფეროვნების თავიდან აცილებაში.
- მართალია, თეორიულად მომზადებული ყოფილხართ ბავშვის აღზრდისთვის, მაგრამ რამდენად დაგეხმარათ ეს ყველაფერი პრაქტიკაში? სრულად...