სტილისტ-პარიკმახერებმა, რომელთაც გამოიგონეს თმის შეღებვის მეთოდი ომბრე, მზეზე გახუნებული თმით იყვნენ შთაგონებულნი. ძირებში მუქი თმა თანდათანობით ღიავდება ბოლოებისკენ – ეს მართლაც ლამაზი სანახავია...
ომბრეს შეღებვის ტექნიკა
იმისათვის, რომ თმა იდეალურად შეიღებოს, ის ბრტყელ ზედაპირზე უნდა გაშალოთ! ეს ტექნიკა რევოლუციური გახდა ბევრი სტილისტისთვის.
თმა, შეღებვის ამ მეთოდის დროს, ნამდვილი ტილო ხდება, რომელზეც ოსტატი საღებავს ადებს. ასეთი მხატვრობით თმის უნაკლო ფერს იღებთ!
მთავარია – გქონდეთ მოსახერხებელი სავარძელი და შეარჩიოთ სწორი პოზიცია, რათა 40-60 წუთის განმავლობაში შეძლოთ ამ მდგომარეობაში გაჩერება. სილამაზისთვის ღირს მოთმენა...
შეღებვის ეს ტექნიკა გრძელ, სქელ თმაზეა მოსახერხებელი და განსაკუთრებით უხდება დატალღულ თმას. ღია ბოლოები ვარცხნილობას დამატებით მოცულობას სძენს, ხოლო მუქიდან ღიაში ფერთა გადასვლა ძალიან საინტერესო გამოდის!
თუ გაქვთ გრძელი თმა და გსურთ, გაიკეთოთ ომბრე, აუცილებლად აჩვენეთ ეს ტექნიკა თქვენს სტილისტს.