ჭაღარა – მთავარი "კოსმეტოლოგიური" პრობლემაა შუახნის ადამიანებში. იცით თუ არა, რომ მისგან გათავისუფლება ჩვეულებრივ კარტოფილს შეუძლია?
ექიმმა ენტონი იუნინ რეიჩელ რეის ცნობილ ამერიკულ შოუში ჩაატარა მასტერკლასი, როგორ მოვიშოროთ ჭაღარა კარტოფილის ნაფცქვენებისგან.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ ჭაღარას ქიმიური საღებავის მეტი რაიმე მოერევა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავზე სცადოთ ეს მეთოდი! უარესი ნამდვილად არ იქნება.
როგორ მოვიშოროთ ჭაღარა კარტოფილის კანის მეშვეობით:
1. გათალეთ კარტოფილი. ნაფცქვენები ჩაყარეთ ადუღებულ წყალში.
2. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
3. ნახარში გააგრილეთ.
4. შემდეგ გაწურეთ "ბულიონი" და გამოიყენეთ მიღებული ნაყენი სავლებად.
5. დაბანილ თავზე გადაივლეთ თბილი ნაყენი და შეიშრეთ.
6. გაიმეორეთ პროცედურა რაც შეიძლება ხშირად (ყოველ ჯერზე, როცა კარტოფილს გაფცქვნით) – და თქვენი თმა კვლავ "ახალგაზრდა" გახდება.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო.