ასტროლოგების აზრით, თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, დინამიკური და მოვლენებით დატვირთული თვეა როგორც ზოგადად, ისე პირადი კავშირების კუთხით.
ამიტომ ამჯერად გვინდა ზოდიაქოს იმ ნიშნებზე გავამახვილოთ ყურადღება, ვისაც მიმდინარე თვეში პირადი ურთიერთობების კუთხით დიდი გამოცდა და ვნებათაღელვა ელის წინ...
რაკიღა პლანეტა მარსი მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, ვენერა კი ამ ეტაპზე თხის რქის ნიშანს გადის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ანუ მორიელებსა და თხის რქებს წინ საკმაოდ აქტიური პერიოდი ელით სასიყვარულო ისტორიების კუთხით. შესაძლოა თქვენ სასიყვარულო სამკუთხედის გმირადაც კი იგრძნოთ თავი. ყოველ შემთხვევაში თვის მანძილზე თქვენს პირად კავშირებში ვნება, ეჭვიანობა, მძაფრი ემოციები და ცვალებადობა გარანტირებული იქნება. შესაძლებელია იყოს მოკლევადიანი დაშორებაც, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს თქვენს გრძნობებს პარტნიორის მისამართით.
შესანიშნავი პერიოდი უდგათ ქალწულებსა და ტყუპს. მათ ცხოვრებაში სავსებით შესაძლებელია ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ და სტაბილურობამ. გამორიცხული არაა ბევრი მათგანი ურთიერთობების დაკანონებასა და ქორწინებაზეც დააფიქროს თებერვალმა.
ემოციურად არასტაბილური პერიოდი აქვთ სიყვარულში ვერძებსა და ლომებს. მათი უმეტესობა თებერვლის თვეს ე.წ. "კატა-თაგვობანას" თამაშში
გაატარებს და მაინც ვერ გაიგებს პასუხს კითხვაზე "რამდენად ძლიერად უყვარს იგი პარტნიორს?" სრულად...