11 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ დღეს ჯინი და არა სხვა ალკოჰოლური სასმელი - Marao

11 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ დღეს ჯინი და არა სხვა ალკოჰოლური სასმელი

2016-03-08 14:47:13+04:00

8 მარტს, სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანი ასე თუ ისე აღვნიშნავთ. ალბათ, ამ საღამოს ალკოჰოლური სასმლის არჩევანის წინაშეც დავდგებით. ჩვენ გთავაზობთ 11 მყარ არგუმენტს, რატომ აჯობებს, მიირთვათ ჯინი (გინდათ ტონიკით, გნებავთ, მის გარეშე) და არა სხვა სასმელი.

1. ჯინი შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს.

ჯინი ღვიის კენკრაზე მზადდება, ასევე, შეიცავს ქინძის თესლს, შალფეის, მუსკატის კაკალს, როზმარინს და სხვა მცენარეებს. აშკარად ჯობია, დალიოთ ეს სასმელი, ვიდრე ჩვეულებრივი სპირტიანი წყალი.

2. ღვია ძალიან სასარგებლო კენკრაა ჯანმრთელობისთვის.

ყველამ იცის ამ კენკრის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ის შესანიშნავად ებრძვის ინფექციებს, თირკმლის უკმარისობას, ხველასა და კუჭ-ნაწლავის მოშლას.

3. ჯინი – ართრიტთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალებაა.

თუკი ეს ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, ჯინი დაგეხმარებათ, დაუბრუნოთ ტონუსი სახსრებს.

4. ჯინი სახეზე ნაოჭებს ასწორებს

ღვია ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს ახალი უჯრედების გამომუშავებაში ეხმარება. ეს, თავის მხრივ, კანის ჯანმრთელობის გარანტია.

5. ის თირკმლის დაავადებებს ებრძვის

ჯინი შეიცავს შარდმდენ ინგრედიენტებს, რომლებიც თირკმლის ფილტრაციას ამსუბუქებს და ორგანიზმიდან მავნე ბაქტერიების გამოდევნაში გვეხმარება.

6. ჯინი ტონიკით მალარიის დაუძინებელი მტერია

ბრიტანულ იმპერიაში ეს სასმელი საშინელ დაავადებასთან – მალარიასთან საბრძოლველად გამოიყენებოდა. ქინაქინა, რომელიც ტონიკის წარმოებისას გამოიყენება, უხსოვარი დროიდან ამ დაავადების წამლად გამოიყენებოდა.

7. თქვენი საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა "მადლობას" გადაგიხდით.

ცხარე ბალახები, რომლებსაც ეს სასმელი შეიცავს, აჩქარებს საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტებისა და კუჭის წვენის გამოყოფას. ეს კი აჩქარებს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მუშაობას.

8. ჯინი კიბოს პროფილაქტიკაა.

ჯინს შეუძლია გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში, რაც კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზია.

9. ჯინისგან არ მოიმატებთ წონაში

ჯინი – ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ალკოჰოლური სასმელია. ერთ ჭიქაში მხოლოდ 97 კკალ-იაა. ამასთან, ღვიის წვენი ორგანიზმიდან ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც წონის მომატებას უწყობს ხელს.

10. ჯინი არ არის ძვირად ღირებული სასმელი

ეს ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი "კეთილშობილი" ალკოჰოლური სასმელია.

11. ჯინი - ფრენკ სინატრას საყვარელი სასმელი იყო.

ჯინი – ეს ის სასმელია, რომელსაც ბევრი შემოქმედი ადამიანი აფასებს. არავინ იცის, რატომ, მაგრამ ეს ასეა.