• ცხიმიანი კანის მოსავლელად ლიმონი იდეალური საშუალებაა.
აიღეთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი და ამდენივე ხაჭო. ერთმანეთში კარგად აურიეთ და სახეზე დაიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთი. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
• სახეს შესანიშნავად წმენდს და ჭიმავს კვერცხის ცილა. წაისვით სახეზე და 15 წუთი გაიჩერეთ. მოიცილეთ ლიმონის წვენგარეული თბილი წყლით.
• მშრალი კანისთვის შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა ვარდის ფურცლების, გვირილისა და ოხრახუშის ნაყენი.