იმისათვის, რომ ლამაზად და თანამედროვედ გამოიყურებოდე, მხოლოდ მოდური ტანსაცმლის ტარება არ არის მთავარი, არამედ აქსესუარების სწორად მორგებაც აუცილებელია. ბოლო დროს მოდაში კვლავ დაბრუნდა თავშლები. ამ აქსესუარს მარტივად შეუძლია შეცვალოს თქვენი იმიჯი რადიკალურად.
ჩაინიშნეთ ეს 10 გენიალური იდეა, როგორ ვატაროთ თავშალი მოდურად.
1. აფრიკულად

აფრიკულ სტილში გაკეთებული კაშკაშა ფერის თავშლები და ატლასის შარფები – მართლაც შესანიშნავი იდეაა. გაიკეთე მაღალი კუდი, შემდეგ კი თავზე გაიკეთე თავშალი. შეკარი ბოლოები წინიდან ისე, რომ დამალო თავშლის წვერები.
2. ბრტყელი ლენტი

დაკეცილი, თავის ირგვლივ შემოხვეული და უკან შეკრული თავშალი – ზუსტად ის არის, რაც მოდურ ქალბატონს იმიჯის პერიოდულად შესაცვლელად სჭირდება. ამასთან, იდეალურია, თუკი თავშლის ქვეშ მაღალი ვარცხნილობა გექნებათ.
3. კვანძი

თხემთან გაკვანძული თავშალი ძალიან რომანტიკულად გამოიყურება.
4. ტრადიციული მეთოდი

მეთოდი, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ, დღესაც მოდაშია. დაგვეთანხმებით, მართლაც ლამაზია!

5. ტურბანი

ტურბანის გარეშე წარმოუდგენელი იქნება!
იხილეთ ტურბანის გაკეთების ვიდეოგაკვეთილი.
6. უნივერსალური მეთოდი

ეს მეთოდი ძალიან მარტივია და არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლოც არის. ასე ცხელ დღეებში თავს მზისგან ეფექტურად დაიცავთ.
7. თავშალი ნაწნავში

ნაწნავში ჩაწნული თავშალი ვარცხნილობას ვიზუალურად ბევრად მოცულობითს და ძალიან ლამაზს გამოაჩენს.
8. იდეა შეკრული, გადაწეული თმისთვის

ეს მეთოდი, უბრალოდ, არ უნდა გამოტოვო. იხილეთ ვიდეოგაკვეთილი.
ექსტრავაგანტური ვარდი

მოდის ნამდვილი მიმდევრებისთვის!
10. თავშალი – ბაფთა

ეს მეთოდი მოუხდებათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე ქალებს ზრდასრულ ასაკში, გააჩნია, როგორ გაბანტავთ შარფს.
<div>
</div>