Facebook-ის celeblook-ი - კიმ კარდაშიანი
ეს სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკლავი, ნამდვილად ”გაქექილი” ვინმეა. ჯერ იყო და პერის ჰილტონს რეალითი-შოუ ”აახია”. მერე ”ახმახი” კალათბურთელი კრის ჰემფრისი ”მოიყვანა ქმრად”, რომელსაც ქორწილში 18 მილიონი გადაახდევინა, ახლა კიდევ თავისი 10 მილიონი თაყვანისმცემელიც გააცურა.
საქმე იმაშია, რომ კიმის ძმა რობ კარდაშიანი ერთ-ერთ შოუში იღებს მონაწილეობას, სადაც გასამარჯვებლად ხმების ბევრი რაოდენობაა საჭირო, ჰოდა კიმმა ”პიარის” ისეთი ხერხი მოიგონა , რომელიც მხოლოდ ასეთ ”მარიფათიან” ქალს მოუვიდოდა აზრად.
მან თავის ”ტვიტერსა” და ”ფეისბუქზე”, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, ნომერი მიუთითა და დაწერა, რომ ის ჯასტინ ბიბერის იყო.
აბა ვინ არ დაუჯერებდა ცნობილ ვარსკლავს? ჰოდა ატყდა ერთი ამბავი, ჯასტინზე შეყვარებულმა უამრავმა გოგომ აიკლო მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია და... ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს კიმის ძმის პირადი ნომერი იყო, რომელზე დარეკვითაც რობს რეალითი შოუში ხმები ემატებოდა.
ვერაფერს იტყვი! გენიალურია! აი მესმის კავკასიური ოჯახური თანადგომა!
მოგვიანებით სტატუსზე უამრავმა ადამიანმა დაწერა, რომ კიმი ”მახინჯი” და ”მატყუარაა”, თუმცა კიმი დიდად არ აუღელვებია გამწარებული თაყვანისმცემლების ასეთ შეურაცხყოფას. ფაქტია, რომ მან თავის ძმა შემდეგ ტურში, ერთი სტატუსით გადაიყვანა.