ყოველდღიურად პატარა თუ დიდ სირთულეებთან გვიწევს გამკლავება. სასურველია, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები ნაკლებად გვაწუხებდეს, მაგრამ ამას ვერსად გაექცევი.
ეს საინტერესო იდეები დაგეხმარებათ უამრავი ჩვეული საქმის სიამოვნებით შესრულებაში.
საშინაო იდეები
საათის სამაჯურის შესანიშნავი შემცვლელი: თუ იგი გაიცვითა, თავისუფლად შეგიძლიათ მის ნაცვლად აბრეშუმის ნაჭერი გამოიყენოთ.
ძაფის გორგოლაჭი - გენიალური საშუალება ყურსასმენების შესანახად.
LEGO-კაცუნა გამოგადგებათ მავთულების დასამაგრებლად.
აი ასე უნდა გაფცქვნათ ბანანი.
მზის სათვალეების შესანახი შესანიშნავი იდეა.
ჩვეულებრივი ყუთისგან შეგიძლიათ სამკაულების ორიგინალური "ზარდახშა" მოაწყოთ.
ქაღალდის პარკები სხვადასხვა წვრილმანის მოსათავსებლად გამოგადგებათ.
იდეა მათთვის, ვისაც არასტანდარტული დიზაინი უყვარს: ჭაღი მზის სათვალეებისგან.
იოლად გაუყრით ძაფს ნემსში, თუ მის წვერს თმის ლაქით დაასველებთ.
თუ ახლომახლო დამხმარე არ გყავთ, სამაჯურს სკრეპის გამოყენებით გაიკეთებთ.
იდეა სახლის მცენარეების მოყვარულთათვის: მორწყეთ მცენარეები ბოსტნეულის გაციებული ნახარშით. მოქმედებს ნებისმიერ სასუქზე უკეთ!
ტაფის გაწმენდა შეგიძლიათ მარილისა და უმი კარტოფილის მეშვეობით. ტაფა ახალივით იბრწყინებს!
თუ ბოთლის თავი მემბრანით არის დახურული, გააკეთეთ 2 პატარა ნახვრეტი: დოზატორი ზეთისთვის და სხვა ნივთიერებებისთვის მზადაა!
იდეა ძველი ფეხსაცმლის გადასაკეთებლად. შესანიშნავი ვარიანტია აგარაკისთვის!
<div></div>
<div></div>