ცნობილი ასტროლოგის, ექსტრასენსთა ბრძოლის გამარჯვებულის, ალექსანდრ ლიტვინის პროგნოზებს ჩვენს მკითხველს არაერთგზის ვთავაზობთ. ამჯერად აპრილის წინასწარმეტყველებას გავეცნოთ და გავიგოთ, რატომ თვლის ექსტრასენსი აპრილს თვედ, რომელიც ძალაუფლების საზომად გამოდგება ადამიანებში.
ყველა თვეს საკუთარი პატარა გამოცდა მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა თემატიკის გარშემო. აპრილი ადამიანებს ძალაუფლების სიყვარულსა და ამბიციებზე გამოცდის.
სიყვარული და პირადი კავშირები
აპრილში სასიყვარულო კავშირების დიდი ნაწილი უფრო მყარი და სტაბილური ხდება, თუმცა საჭიროა მეტი კომპრომისი და ბრძანებითი ტონის სრული უგულებელყოფა საყვარელ ადამიანებთან. ამ თვეში შეყვარებულ წყვილებსა და მეუღლეებს შორის თხოვნა და კომპრომისი გასაოცარ შედეგს მოიტანს. შესაბამისად, თქვენი ტონი პარტნიორთან აპრილში აუცილებლად უნდა შერბილდეს.
ჯანმრთელობა და კვება
აპრილში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იზრდება გრავიტაციის დონე, რაც ადამიანების ორგანიზმზე გარკვეულ გავლენას ახდენს. პირველ რიგში, ეს სისხლის სიბლანტით გამოიხატება. ამიტომ იზრდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემების და პათოლოგიების ალბათობა. სასურველია, თუკი რაციონს გაამდიდრებთ ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა - მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და მოცვი. ზოგადად, კენკროვნების რაციონში დამატება საგრძნობლად შეგიმცირებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს და მათგან გამოწვეულ რისკს. გაგრძელება