პოპულარული რუსი მომღერალი ქრისტინა ორბაკაიტე 25 მაისს 45 წლის ხდება. პირად ცხოვრებაზე საუბრისას, მომღერალი გამოტყდა, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალს შორის, ვისაც პუგაჩოვასთან შეწინააღმდეგება შეუძლია.
"მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ მცირე ჩამონათვალიდან, ვისაც შეუძლია არა მარტო არ დაეთანხმოს, არამედ შეეკამათოს ალა პუგაჩოვას. მის რჩევებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, მაგრამ ვცდილობ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღო. იყო პრიმადონას ქალიშვილი, ერთდროულად რთულიცაა და ადვილიც. თუმცა ჩემთვის, პირველ რიგში, დედაა, რომელიც მიყვარს" - აღნიშნავს ორბაკაიტე.
ქრისტინა არც იმას მალავს, რომ ქმრისგან შორს ცხოვრობს.
მომღერლის ქმარი და ქალიშვილის მამა ბიზნესმენი მიხაილ ზემცოვი გახლავთ. მიუხედავად რუსული წარმოშობისა, მიხაილი ამერიკაში ცხოვრობს და აშშ-ის მოქალაქეა.
წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე შემთხვევით გაიცნო. როგორც მიხაილი ამბობს, პირველად ქრისტინა ვერ იცნო, რადგან რუსული შოუბიზნესით დაინტერესებული არასდროს ყოფილა. შეხვედრა მალევე დაიწყეს, 2005 წელს კი ოფიციალურად იქორწინეს.
ჟურნალ Hello-სთან ინტერვიუში ორბაკაიტე ამხელს: იხილეთ სრულად...