მილიუმები დახშული ფორების შედეგად წარმოიქმნება, როგორც წესი, თვალების ირგვლივ, ნიკაპზე, საფეთქელზე და იშვიათად, ცხვირზე.
თუ მსგავსი წერტილები შენიშნეთ, ე.ი. ორგანიზმი ცდილობს გაგაფრთხილოთ ჯანმრთელობის ფარული პრობლემების შესახებ.
მილიუმები სახეზე
მათი წარმოშობის მიზეზი შესაძლოა იყოს: ჰორმონალური დარღვევები, დაბალი იმუნიტეტი, არასწორი კვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება.
მილიუმების მკურნალობა:
მექანიკური მოცილება
ექიმი-კოსმეტოლოგები აფრთხილებენ, რომ მსგავსი წერტილების დამოუკიდებლად მკურნალობა დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გამორწყვა. მექანიკური მოცილების ხარისხიანი პროცედურის ჩატარება მხოლოდ პროფესიონალურ კოსმეტოლოგს შეუძლია.
ელექტროკოაგულაციის პროცედურა
მისი არსი მდგომარეობს დაზიანებული ადგილების მაღალი სიხშირის ელექტროდენით მიწვაში. პროცედურის დამთავრებისთანავე კანი ანტისეპტიკური საშუალებებით უნდა დამუშავდეს.
ლაზერული კოაგულაციის პროცედურა
მილიუმების მოცილების პროცესი ლაზერის და არა ელექტროდენის მეშვეობით ტარდება. პრინციპი კი იგივეა. დღესდღეობით მსგავსი მკურნალობა ფართოდ არის გავრცელებული.
კურეტაჟი
ამ მკურნალობის არსი მდგომარეობს მილიუმების გამორწყვაში სპეციალური ინსტრუმენტით. ეს ვარიანტი არც ისე ეფექტურად მიიჩნევა, რადგან პროცედურის შემდეგ რჩება ლაქები კანზე.