უამრავი დიეტა არსებობს და წონაში დაკლება ყველას სურს. ჯანჯაფილი არის საოცრად სასარგებლო სანელებელი, რომელიც სასურველი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, ნუ დაივიწყებთ ფიზიკურ აქტიურობას (დღეში ერთსაათიან სიარული მაინც) და ჯანსაღი საკვების მიღებას (უარი ფქვილოვან პროდუქტს).
პირველი რეცეპტი
წვრილ სახეხზე გახეხეთ ჯანჯაფილი 2 სადილის კოვზი უნდა გამოგივიდეთ, დაუმატეთ 60 მლ ლიმონის წვენი, დაასხით მდუღარე წყალი და დაატკბეთ თაფლით. გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. დამწყებმა დღეში ორ-ნახევარი ჭიქით დაიწყეთ. შეჩვევის შემდეგ მოცულობა ორ ლიტრამდე გაზარდეთ.
მეორე რეცეპტი
ჯანჯაფილის მსგავსად ნიორიც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. 2 ლიტრი ჩაის მოსამზადებლად დაჭირდებათ: ჯანჯაფილი (დაახლოებით 4 სმ), 2 კბილი ნიორი. ორივე წვრილად დაჭერით; დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ, გადაწურეთ და დაიწყეთ სმა.
მესამე რეცეპტი
წონის დასაკლები ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ჯანჯაფილი, პიტნა (60 გრამი) და ილი. პიტნა და ჯანჯაფილი დააბლენდერეთ, დაუმატეთ დანის წვერით ილი. დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ გადაწურეთ, ნაყენი გააზავეთ 1/3 ლიმონის და 1/4 ფორთოხლის წვენით. მიირთვით ცივი.
რატომ არის ჯანჯაფილი სასარგებლო
ჯანჯაფილს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, წიდები, ზედმეტი სითხე. ჩაის მოსამზადებლად გამოგადგებათ ნედლი და გამხმარიც. უმჯობესია, ჩაი თერმოსში დააყენოთ. ჯანჯაფილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ცხიმების წვას. სურვილისამებრ ჩაიში შეგიძლიათ ჩაამატოთ გვირილაც. ჯანჯაფილის ჩაის სმა შედეგს ერთი თვის შემდეგ მიიღებთ. ჯანჯაფილი შეინახეთ მაცივარში მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში. საყინულეში - 3 თვის. ]
გახსოვდეთ, ჯანჯაფილის ჩაის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. თუ მისი მიღებისას გულის რევის შეგრძნებას გრძნობთ, ან გაღიზიანებას პირის ღრუში, შეწყვიტეთ სმა. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ჯანჯაფილის ჩაის მიღება, თუ "ასპირინს" სვამთ ან სხვა სისხლის გამათხელებლებს.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და ველოდებით თქვენს კომენტარებს.