თმის შეღებვა უამრავი ქალისთვის თავის მოვლის კომპლექსის ერთ-ერთი ჩვეული პროცედურაა, მაგრამ როგორ დავიცვათ თმა ქიმიის საზიანო ზემოქმედებისგან?
გთავაზობთ ნატურალური შეღებვის რამდენიმე მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ, შეიცვალოთ ფერი თუნდაც ყოველ კვირა. ამასთან, არა მხოლოდ არ დააზიანოთ, არამედ გაამაგროთ თმა.
თმის ნატურალური შეღებვა:
თხილი წაბლისფერი თმისთვის
15-20 ცალ თხილს გააცალეთ მწვანე ქერქი და წვრილად დაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ კარგად დაფაროს თხილის ნარჩენები. გააჩერეთ რამდენიმე ხნით.
წაისვით თმაზე მიღებული სითხე ფუნჯის მეშვეობით. გაიჩერეთ 15-20 წუთით, დაიბანეთ წყლით და გაივლეთ ვაშლის ძმრით.
ხახვის ნაფცქვენი ოქროსფერი თმისთვის
1 ჭიქა ხახვის ნაფცქვენს დაასხით 1 ლ წყალი, მოადუღეთ და გააჩერეთ 1 საათით. კარგად დაისველეთ თმა მიღებული სითხით, შეიხვიეთ თავი პოლიეთილენის პარკით. ერთ საათში დაიბანეთ.
გვირილა ღია ფერის თმისთვის
თმის ოდნავ გაღიავებაში დაგეხმარებათ გვირილა. 100 გრ გვირილას დაასხით 0,5 ლ წყალი, მოადუღეთ და გაწურეთ. წაისვით სითხე დაბანილ თავზე და გააჩერეთ 30 წუთით. გაივლეთ ვაშლის ძმრით.
ჭარხალი და სტაფილო ჟღალი თმისთვის
აიღეთ ჭარხალი ან სტაფილო, გახეხეთ და დაწურეთ. სუფთა, მშრალი თმა დაისველეთ წვენით. აცალეთ, სანამ გაშრება, შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი.