თუ ქალი შვილის გაჩენას არ აპირებს, მისთვის რეგულარული მენსტრუალური ციკლი ერთდროულად უსიამოვნო შეგრძნებაც არის და ბედნიერებაც. მაგრამ თუ იცით, რომ ფეხმძიმედ არ ხართ, მაგრამ ციკლი გადაგიცდათ, ჩვენ ვიცით 7 მიზეზი, რისი ბრალი უნდა იყოს ეს.
1. სტრესი
სტრესი უამრავი დაავადების მიზეზია. სამსახურის, მისამართის შეცვლა, სხვა ქვეყანაში მოგზაურობა... ორგანიზმში ცვლილებას იწვევს, მათ შორის, ციკლისასაც. საქმე იმაშია, რომ ჰორმონებთან ერთად, კრიტიკული დღეების რეგულირებაზე ნერვული სისტემაც ახდენს გავლენას.
ძლიერი უსიამოვნებების დროს მენსტრუაცია შეიძლება რამდენიმე წლითაც გაქრეს, სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევებიც დაფიქსირებულა.
2. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
სპორტულმა ვარჯიშებმა შეიძლება ან შეამციროს ციკლის ხანგრძლივობა, ან სულ შეწყვიტოს იგი.
3. გაციება
ორგანიზმის ნებისმიერი ცვლილება კვალს ამჩნევს მენსტრუალურ ციკლზე. სხეული დიდ დროს კარგავს ინფექციასთან საბრძოლველად და შეიძლება მეორეხარისხოვან დავალებას ყურადღება აღარ მიაქციოს.
4. დიეტა
თუ წვეულებისთვის ფორმაში ჩადგომა გსურთ და საკუთარ ორგანიზმს მკაცრი დიეტით ფიტავთ, გახსოვდეთ, რომ ჰორმონალურ დარღვევას უწყობთ ხელს. მკვეთრი წონაში კლება კარგს არაფერს მოგიტანთ. ფიზიკური ვარჯიშები დამზოგავი უნდა იყოს; კვება - ჯანსაღი და რეგულარული.
5. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა წამლები
ზოგიერთი ბალახეული ნაყენი უარყოფითად მოქმედებს მენსტრუალურ ციკლზე. ხშირად ექიმი ზოგიერთ ჰორმონალურ აბს ნიშნავს მენსტრუალური ციკლის დასარეგულირებლად, მაგრამ არის წამლები, რომლებიც ცუდად მოქმედებს მასზე.
6. ჰორმონების დისბალანსი
თუ ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონები ჭარბობს, შეიძლება განვითარდეს საკვერცხეების კისტა. დააკვირდით ციკლს და მიმართეთ გინეკოლოგს.
7. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა
არეგულირებს მეტაბოლიზმსა და ზოგიერთ ჰორმონს. ფარისებრი ჯირკვლის ცვლილებამ შეიძლება მენსტრუაციის ციკლზე იქონიოს გავლენა. როგორც წესი, იგი მკურნალობას ექვემდებარება.
დააკვირდით სიმპტომებს და არ დააყოვნოთ ექიმთან ვიზიტი, თუ ციკლს ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ძლიერი სისხლდენა, ციებ-ცხელება... გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!