ქალებს მნიშვნელოვანი სიზმრები ქალების დღეს - ხუთშაბათიდან პარასკევის ღამეს ესიზმრებათ.
აგრეთვე, სიზმარს უნდა დააკვირდეთ ეკლესიური დღესასწაულების დროს. ვფიქრობთ, 12 მნიშვნელოვანი სიმბოლოს ახსნა მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგადგებათ.
1. ყუთები
საიდუმლოებები და იმედგაცრუება გელით. ქვეცნობიერად გრძნობთ, რომ რაღაცას გიმალავენ. თუ ყუთი გახსენით და ცარიელი აღმოჩნდა, მატერიალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. სავსე - კეთილდღეობას გპირდებათ.
2. ვარდნა
კონტროლს კარგავთ მოვლენებზე და შიშის გრძნობა გიპყრობთ. იგი წარუმატებლობას ნიშნავს. თუ ვარდნა მოულოდნელი აფრენით მთავრდება, სირთულეებს ბოლო მომენტში გაუმკლავდებით.
3. კატა, კნუტები
შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. ხოლო, ხალხური სიბრძნით, კატის სიზმარში ნახვა კამათს ნიშნავს, კნუტებისა - მცირე უსიამოვნებებს.
4. კბილები
კბილი ტკივილითა და სისხლით ჩამოვარდნა ახლობლის ავადმყოფობაზე მიუთითებს. ხოლო, თუ ტკივილის გარეშე მოგძვრათ, მოძველებულისა და უსარგებლოსგან გათავისუფლდებით.
5. ჭიანჭველები
თავშეკავების, შრომისმოყვარეობისა და დამგროვებლობის სიმბოლოა. მათი სიზმარში ნახვა შრომას მოასწავებს, რის შემდეგაც კეთილდღეობა დაგიდგებათ.
6. თმა
თუ სიზმარში თმას ივარცხნით, პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. რაც უფრო გრძელი თმა გაქვთ, მით რთულია თქვენი საქმეები. სიზმარში ლამაზი ვარცხნილობა საქმეებში წარმატებას ნიშნავს. მოკლე თმა - მფლანგველობას. თუ სიზმარში ვიღაცას თმაზე ეფერებით, სასიყვარულო ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ.
7. წყალი
რისკზე წამსვლელებს ესიზმრებათ. გიყვართ რთული მიზნების დასახვა და მათ ასასრულებლად ნებისმიერ შანსს იყენებთ. თუ წყალი გესიზმრად, ქვეცნობიერდ მზად ხართ აქტიური ქმედებისთვის. თუ სიზმარში წყნარი ზღვა ან ოკეანე ნახეთ, კარგ ამბებს დაელოდეთ.
8. ფრენა
ასეთი სიზმარი ხშირად მოგზაურობას მონატრებულ ადამიანებს ესიზმრებათ. თუ ბავშვს ესიზმრება, რომ დაფრინავდა, ე.ი. იზრდება. თუ მოზრდილს ესიზმრება, რომელსაც მოგზაურობა არ ხიბლავს, რაღაცის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება აქვს.
9. გზა
სწორი და ფართო გზა ცხოვრებისეულ გზაზე მიუთითებს. თუ თავად აგებთ გზას, რეალურ ცხოვრებაში მეტი მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა უნდა გამოავლინოთ. ვიწრო გზა სირთულეებზე მიუთითებს, რომელიც თქვენგან მეტ სტაბილურობასა და ყურადღებას მოითხოვს.
10. ჭუჭყი
თუ საკუთარ თავს ლაფში ამოსვრილს ხედავთ, რეალურ ცხოვრებაში სირთულეების დასაძლევად ზედმეტი ძალისხმევა, მეტი დაკვირვება გმართებთ.
11. მწვანე ფერი
სიზმარს თუ მწვანე შეფერილობა აქვს, ცხოვრებით კმაყოფილი ხართ. გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ. პოზიტივს ასხივებთ და იღებთ.
12. სიშიშვლე
გავრცელებული სიზმარია. ადამიანს ეშინია, რომ გარშემო მყოფები გაკიცხავენ. შეიძლება ვიღაც დაითრგუნა დამცირების გამო. სიშიშვლის დასიზმრებით თქვენი ქვეცნობიერი გაფრთხილებთ, რომ საკუთარი თავი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.