ეს დიეტა შესანიშნავია მათთვის, ვინც დიეტებს ვერ იტანს! იმიტომ, რომ პროდუქტები თავად შეგიძლიათ აირჩიოთ და მიირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით - მთავარია, ყოველდღიურად ერთი, გარკვეული ფერის პროდუქტი შეარჩიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ფერადი დიეტა არ გზღუდავთ კვებაში, სასურველია, თავი აარიდოთ ცხიმიან, შემწვარ და მარტივი ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს.
როგორ დავიკლოთ წონაში 7 დღეში
პირველი დღე: თეთრი
ამ დღეს უნდა მიირთვათ თეთრი ფერის პროდუქტები: კეფირი, თეთრი კომბოსტო, უცხიმო ხაჭო, რძე.
მეორე დღე: ყვითელი
მენიუ: კვერცხის გული, სიმინდი, თაფლი, ყაბაყი. ყვითელი ფერის პროდუქტი შეიცავს დიდი ოდენობით С ვიტამინს, რომელიც შესანიშნავი ანტიოქსიდანტია.
მესამე დღე: წითელი
მენიუ: მოხარშული ძროხის ხორცი, ჭარხალი, პომიდორი, წითელი ბულგარული წიწაკა, ჟოლო.
წითელი პროდუქტები შეიცავს პიგმენტურ ნივთიერებას - ანტოციანებს. ეს პიგმენტი გახლავთ ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და უჯრედების განახლებას.
მეოთხე დღე: იასამნისფერი
მენიუ: ბადრიჯანი, ლურჯი ყურძენი, იასამნისფერი ბაზილიკი, შავი მოცვი.
მეხუთე დღე: მწვანე
მენიუ: მწვანე ვაშლი, ბროკოლი, სალათის ფურცლები, კიტრი, კივი, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო. მწვანე ბოსტნეული შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
მეექვსე დღე: ნარინჯისფერი
მენიუ: სტაფილო, გოგრა, ფორთოხალი, მანდარინი, წითელი თევზი, გარგარი, ხურმა, ატამი. ნარინჯისფერი პროდუქტი შეიცავს კაროტინს, რომელიც დადებითად ზემოქმედებს თმისა და კანის მდგომარეობაზე.
მეშვიდე დღე: გამჭვირვალე
ეს გახლავთ შესვენებისა და განტვირთვის დღე: შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ წყალი.
მსგავსი დაბალანსებული კვებისას განიტვირთება ღვიძლი, ისვენებს კუჭი, სტაბილურდება სისხლში შაქრის შემცველობა.
სამწუხაროდ, ეს დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები აწუხებს.