დარწმუნებული ვარ, რომ კარგი დღე იწყება ცივი აბაზანით, მსუბუქი საუზმითა და ფართოდ გაღებული ფანჯრებით. აი, ცხელი აბაზანა კი, პირიქით, დათვურ სამსახურს გიწევთ. გთავაზობთ ცივი წყლის უპირატესობის ჩამონათვალს!
1. დეპრესიასთან ბრძოლა
თუ დეპრესია გაწუხებთ, ალბათ, მედიკამენტოზურ მკურნალობას მიმართავთ. არადა, ცივი წლის აბაზანა დეპრესიას ნებისმიერ წამალზე უკეთ შველის - აუმჯობესებს განწყობას და ამშვიდებს ნერვებს.
2. აყუჩებს კუნთების ტკივილს
ვარჯიშის შემდეგ კუნთის ტკივილს გააყუჩებს ცივი წყალი.
3. თმას ბზინვარეს ხდის
თავის დაბანის შემდეგ გაივლეთ თმა ცივი წყლით. ასევე რეკომენდებულია თმის საშრობის ცივი რეჟიმის გამოყენება.
4. აძლიერებს იმუნურ სისტემას
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დილის გაკაჟება იმუნურ სისტემას აძლიერებს. უმჯობესია, თავიდანვე ძალიან ცივი წყალი არ გამოიყენოთ - დღითიდღე დაარეგულირეთ ტემპერატურა.
5. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
ცხელი წყალი კანს აშრობს, ხდის მგრძნობიარეს, ცივი წყლით დაბანა კი აახალგაზრდავებს, აცოცხლებს და ფორებს ხურავს.
6. ამაღლებს სისხლის მიმოქცევას
სისხლის მიმოქცევის ასამაღლებლად, მედიკამენტების გამოყენების ნაცვლას, მიიღეთ ცივი აბაზანა - ჩაყავით ფეხები ყინულიან წყალში.
7. ამაღლებს ლიბიდოს
ცივი აბაზანის მიღების შემდეგ ესტროგენები და ტესტოსტერონები აქტიურდება, შედეგად კი თქვენი სექსუალური ცხოვრებაც უფრო აქტიური ხდება.
8. ჩააცხრობს დამწვრობით გამოწვეულ ტკივილს
დამწვრობისას ყინულის კომპრესები შვებას მოგგვრით.
9. წვავს ცხიმებს
ცივი წყალი ასტიმულირებს წონის დაკარგვას. ცივ წყალში ბანაობა მეტაბოლიზმს 550%-ით განდევნის.
10. სუნთქვა უფრო ღრმა ხდება
როდესაც ცივ აბაზანას იღებთ, ფილტვები ერთგვარ მსუბუქ შოკს იღებს, რაც თავის მხრივ, აიძულებს ორგანოს, მეტი ჟანგბადი მოიხმაროს.