Google-ი, Facebook-ი, Apple-ი და Amazon-ი წელიწადში კვადრილიონ რეზიუმეს იღებენ. მათ იციან საუკეთესო კადრის მოძებნა. თუ სამსახურში ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანის აყვანა გსურთ, გამოიყენეთ ერთ-ერთი სტრატეგია:
დაიწყეთ სატელეფონო საუბარი 15 წუთით ადრე ან გვიან
რატომ? ადამიანს კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია მოლოდინის დროს. მაგრამ რა მოხდება, თუ სამსახურის მაძიებელს იმ დროს დაურეკავთ, როცა სძინავს, ვარჯიშზეა ან საპირფარეშოში? წამყვანი ტექნოლოგიური კამპანიები სამსახურში იყვანენ მათ, ვისაც მუშაობის დაწყება ნებისმიერ მომენტში შეუძლია.
შეადგინეთ ყველაზე დამაბნეველი და მოულოდნელი გასაუბრების გრაფიკი
რატომ? რათა იპოვონ ადამიანი, რომელსაც ინსტრუქცია არ სჭირდება. ადამიანი, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს გასაუბრების დროს, საუკეთესოდ იმუშავებს იმ სიტუაციაში, როცა არავინ იცის, რა ხდება.
იცოდეთ, რომ პრეზენტაციის დროს გაუთვალისწინებელი რამ მოხდება
რატომ? სამუშაოს მაძიებელი მზად უნდა იყოს არაიდეალური პირობებისთვის. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც არ იბნევა რთულ სიტუაციაში, აქვს რამდენიმე გეგმა და ამასთანავე, არ კარგავს წონასწორობას.
გასაუბრების დროს არასწორი წინადადებებით, სიტყვებით ესაუბრეთ
რატომ? რათა გამოავლინოთ, რამდენად სწრაფად ღიზიანდება კანდიდატი. ამით ტექნოლოგიური კამპანიის წარმომადგენელი არკვევს, როგორ მოიქცევით სტრესულ სიტუაციაში, რომელიც აუცილებლად წარმოიქმნება.
სთხოვეთ კანდიდატს, მოაგვაროს სპეციფიკური პრობლემები
რატომ? რადგან თქვენ რეალურად გჭირდებათ დახმარება. ეს საუკეთესო საშუალებაა, კომპანიამ უფასო დახმარება რომ მიიღოს.
გასაუბრების დროს ხშირად გადით სხვა ოთახში
რატომ? არასდროს შეუქმნათ სამსახურის მაძიებელ ადამიანს კომფორტული გარემო. ასე მონახავთ ადამიანს, რომელიც უხერხულ სიტუაციაშიც კი შეძლებს მუშაობას.
დაუსვით ერთი და იგივე კითხვა ბევრჯერ
რატომ? გამოიცნობთ კანდიდატის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ან გადაამოწმებთ, გითხრათ თუ არა სიმართლე.
გასაუბრება ჩაატარეთ პრინციპით: კარგი პოლიციელი/ცუდი პოლიციელი
რატომ? რათა მონახოთ ადამიანი, რომელიც ზეწოლის მიუხედავად, შეძლებს მუშაობას. დასვით სამსახურის მაძიებელი ოთახის ცენტრში, ორივე მხარეს კი გამომკითხველები დაუყენეთ. შეძლებს კანდიდატი ორივესთვის ყურადღების მიქცევას, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას? ეს კარგი გამოცდაა, რათა გამოსცადოთ კანდიდატი, შეძლებს თუ არა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობას.
დაუსვით კითხვა და ხმამაღლა დაიწყეთ კომპიუტერში ტექსტის აკრეფა
რატომ? რათა გამოავლინოთ ადამიანი, რომელიც ხელის შემშლელი ფაქტორის მიუხედავად, არ მოცდება ძირითადზე.
3 თვის შემდეგ დაურეკეთ და შესთავაზეთ ვაკანსია, რომელზეც რეზიუმე არ ჰქონდა გაგზავნილი
რატომ? რათა გამოავლინოთ, სჭირდება თუ არა ადამიანს სამსახური? იბრძვის თუ არა კარიერისთვის? მიიღებს თუ არა შემოთავაზებას, რადგან თვლის, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა რაიმეს მისაღწევად? ან შეიძლება უარი თქვას, რადგან 1 თვის წინ უკვე მონახა სამსახური. ეს საუკეთესო მეთოდია, რათა მოიძიოთ ინფორმაცია.